ნინო კირთაძე 

რეჟისორი,  მსახიობი.

  დ. 1.06.1968, თბილისი

 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 

 1986-1992წწ. იყო ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;   თანამშრომლობდა აკადემიურ და ლიტერატურულ ჟურნალებთან. ამ  პერიოდში გამოაქვეყნა სცენარი “ორშაბათი”, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის პრიზით დაჯილდოვდა.

 1992-1996წწ. იყო  Agense France presse-სა და APAssociated Press -ის კორესპონდენტი კავკასიაში; 

 1993-1994წწ. სახელმწიფო მეთაურის აპარატის კონსულტანტი; 

 1997 წლიდან   ცხოვრობს და მუშაობს პარიზში. 

 ფრანგული არტ ჰაუსის რეჟისორ-სცენარისტთა გილდიის მიერ   ხუთჯერ არის დაჯილდოებული მხატვრულ-დოკუმენტური სრულმეტრაჟიანი ფილმის საუკეთესო დრამატურგიისთვის.   ოთხჯერ აქვს აღებული წლის საუკეთესო ფილმის პრიზი საფრანგეთში, არის გერმანიის  ადოლფ გრიმეს ოქროს პრიზის მფლობელი, დაჯილდოებულია სანდენსის საუკეთესო რეჟისორის პრიზით,  მიღებული აქვს „სინემა დუ რეელის“ (Cinéma du Réel) მთავარი პრიზი პარიზში, „ვიზიონ დუ რეელის“ (Vision du Réel) გრან-პრი შვეიცარიაში, ასევე არის ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი.

     2005 წლიდან არის ევროპული აკადემიის წევრი. 

    თანამშრომლობს „არტესა“ და ევროპული კინოაკადემიის ეგიდით გამართულ მასტერკლასებსა და ტრეინინგებში. ის არის ფრანგული კინოსკოლის (FEMIS), შვეიცარული კინოსკოლის (HEAD),  მაროკოს კინოსკოლისა (ESAV) და კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. იგი აღმოსავლეთ ევროპის რეჟისორების პროგრამის არისტოტელეს ვორკშოფის და ახლო აღმოსავლეთის რეჟისორების პროექტების განვითარების Greenhouse seminar- ის კონსულტანტია. მისი ხელმძღვანელობით შექმნილია 40-მდე ფილმი, რომელთაგან ბევრს მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატება ხვდა წილად. 

 

ფილმოგრაფია

  წიგნი ფიცისა (1983) - მსახიობი

  თოვლის ბაბუა (1986) - მსახიობი (ფიფქია)

  დღე (1993) - მსახიობი (ნატალი)

  შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი (1996) - მსახიობი (ცეცილია აბაშიძე)

  კაცი, რომელიც ნდობას იმსახურებს (Un homme digne de confiance, საფრანგეთი, სატელევიზიო,1997) - მსახიობი (ანა)

  ასეთია ცხოვრება (C'est la vie, საფრანგეთი, 2001) - მსახიობი (ელენ)

  ედუარდ შევარდნაძის სამი სიცოცხლე (საფრანგეთი, დოკ. 2003) - სცენარისტი, რეჟისორი

  ჩეჩნური იავნანა (საფრანგეთი, დოკ. 2003) - სცენარისტი, რეჟისორი

  უთხარი ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ (Dites à mes amis que je suis mort, საფრანგეთი, დოკ. 2004) - სცენარისტი, რეჟისორი

  ორმაგი ნული (Double zéro, საფრანგეთი, 2004) - მსახიობი (დედილო მალი)

  დრაკონი კავკასიის სუფთა წყლებში (Un dragon dans les eaux pures du Caucase, საფრანგეთი, დოკ. 2005) - სცენარისტი, რეჟისორი

  სარტრი, ვნებების ასაკი (Sartre, l'âge des passions, საფრანგეთი, სატელევიზიო, 2006) - მსახიობი (ლენა ზონინა)

  რწმენისთვის, მეფისთვის, სამშობლოსთვის (За веру, царя и отечество, რუსეთი, დოკ. 2007) - რეჟისორი

  დურაკოვო:  ბრიყვების სოფელი (საფრანგეთი, დოკ. 2008) - სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟი

  მეტეოიდიოტი (2008) - მსახიობი (ქალბატონი სიკვდილი)

  სასიკვდილოდ განწირული ქალი (Une femme à abattre, საფრანგეთი, სატელევიზიო, 2008) - მსახიობი (ლუდმილა სიმონოვა)

  ზოგი რამ საქართველოს შესახებ  (საფრანგეთი-საქართველო, დოკ. 2009) - სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟი

  არ ისუნთქო  (საფრანგეთი, დოკ. 2014) - სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟი

  ეს რა ოჯახია?! (C'est quoi cette famille?! , 2016, საფრანგეთი) - მსახიობი (მადლენ)

  გეპატიჟებით ჩემს ეკზეკუციაზე  (2019)  - რეჟისორი

  ოქროს ძაფი (2019) - მსახიობი (ელენეს ქალიშვილი)