იური   ბარამიძე

კინოოპერატორი

დ. 26 აპრილი, 1931, სოფ. ზემო სურები, დღ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 10 დეკემბერი, 2019, თანიანთკარი

     საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979).

 

სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გადავიდა.   1953 წლიდან მუშაობდა დოკუმენტურ კინოში.  სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თანიანთკარში.

 

ფილმოგრაფია

დარტყმა ღრუბლებზე  (დოკ. 1961)   - ოპერატორი  

ობსერვატორია მთებში  (დოკ. 1962) - ოპერატორი

ჯიხვი იცვლის ბილიკს (დოკ. 1964) - ოპერატორი

ვარძია (დოკ.1967) - ოპერატორი

კლდის ვეფხვი (დოკ. 1968) - ოპერატორი

მარცხენა გარემარბი (დოკ. 1968) - ოპერატორი

საქართველოს ფლორა და ფაუნა (დოკ. 1970) - ოპერატორი

საქართველო: ლეგენდები და სინამდვილე (დოკ. 1971) - ოპერატორი

აბრეშუმი (დოკ. 1972) - ოპერატორი

პირველი ზარი (დოკ. 1972) - - ოპერატორი

არ დაიდარდო, დედაო... (დოკ. 1975) - ოპერატორი

კაცობრიობის გაზაფხული (დოკ. 1975) - ოპერატორი

მირზა გელოვანი (დოკ. 1976) - ოპერატორი

ბასკთა ქვეყანაში  (დოკ. 1976) - ოპერატორი

კვალი ნათელი (დოკ. 1978) - ოპერატორი

ალპური ვარსკვლავი (დოკ. 1979) - ოპერატორი

ფურცლები ფრანგული დღიურიდან  (დოკ. 1983) - ოპერატორი

პირველად იყო სიტყვა (დოკ. 1983) - ოპერატორი,  გენო რეხვიაშვილთან ერთად

საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი (დოკ. 1985) - ოპერატორი

ნაძარცვის კვალდაკვალ (დოკ. 1987) - ოპერატორი,  გენო რეხვიაშვილთან ერთად

შორიელთა სიახლოვე (დოკ. 1987) - ოპერატორი,  გენო რეხვიაშვილთან ერთად

ორი მუსიკოსი (2006) -  ოპერატორი, გიკა ჭელიძესთან ერთად