გია ძნელაძე (გამყრელიძე)

მსახიობი

დ. 1952 - გ. 27.09. 1994, თბილისი

1974 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი (დოდო ალექსიძის სახელოსნო). 

1974-1977 წლებში იყო მოზარდ მაყურებლის თეატრის მსახიობი.  1978 წლიდან კი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.    ამ თეატრში შესრულებული სცენური სახეებია ნიკიტა ("მეუფება წყვდიადისა”), ზურიკო ("როლი დამწყები მსახიობი გოგონასთვის”), ლენკოვი ("ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე”), ვალერი ("ტარტიუფი ანუ მეფეა დარბაზში”), თენგიზი და ბანდიტი ("ვარიაციები თანამედროვე თემაზე”), მირზა გელოვანი ("რექვიემი”), წამყვანი ("მშვენიერი ქართველი ქალი”), ზაზა ნაკაშიძე ("საბრალდებო დასკვნა”), ედგარი, ედმუნდი ("მეფე ლირი”) და სხვა.

1994 წლის 27 სექტემბერს თეატრმა სეზონი პრემიერით გახსნა. რობერტ სტურუამ მაყურებელს ი. გოგებაშვილის "დედა ენის” მიხედვით დადგმული სპექტაკლი "იაკობის სახარება” წარუდგინა. ეს წარმოდგენა უკანასკნელი აღმოჩნდა მსახიობ გია ძნელაძისთვის. პრემიერის შემდეგ გია ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

ფილმოგრაფია

ბათა ქექია (1978) - მსახიობი

ყვარყვარე (1978) - მსახიობი (სტუდენტი)

მე დავბრუნდებ(1982) - მსახიობი

ბანდიტი აგურის ქარხნიდან (1983) - მსახიობი (ფხინკო)

უკვდავების თეთრი ვარდი (1984)  - მსახიობი

ქართველები ცაში (1984) - მსახიობი (სოსო)

მამაკაცები (1985) - მსახიობი

მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ (1986) - მსახიობი

ბრავო, ალბერ ლოლიშ! (1987) - მსახიობი

გამოცხადება (1988) - მსახიობი

ხაფანგი (1992)   - მსახიობი

მოკვეთილი (1992) - მსახიობი (ელიზბარი)

შემსრულებელი (1994) - მსახიობი (უშანგი)