გიორგი სიხარულიძე
რეჟისორი
დაიბადა 1988 წელს თბილისში.
2012 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მედიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტი, 2017 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო მაგიტრის ხარისხი კინორეჟისურაში. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნაჩვენები იყო საერთაშორისო კინოფესტივალებზე კლერმონ-ფერანში, ტორონტოსა და თბილისში. ამჟამად (2019) კანის კინოფესტივალის რეზიდენტია, რეზიდენტურის ფარგლებში მუშაობს სადებიუტო სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე “პანოპტიკონი”. ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში კითხულობს ლექციებს კინორეჟისურაში.
ფილმოგრაფია
თევზი, რომელიც დაიხრჩო ( The Fish that Drowned, 2014) - სცენარის ავტორი, მონტაჟი, რეჟისორი
წითელი ვაშლები (Red Apples, 2016) - მონტაჟი, რეჟისორი
ახალი წელი (2018) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
მამული (Fatherland, 2019) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
იხ. გიორგი სიხარულიძე ფილმებსა და სამომავლო გეგმებზე. ინტერვიუ - ჟურნალი OK! 29.10.2016