მარი გულბიანი
რეჟისორი
დაიბადა 1971 წელს ქუთაისში.
1994 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 2006 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი კინორეჟისორის სპეციალობით. გაიარა "ატელიე ვარანის" დოკუმენტური კინოსახელოსნოს სრული კურსი.
მუშაობს როგორც დოკუმენტურ, ისე მხატვრულ ფილმებზე. 2007 წელს დააარსა საპროდიუსერო კომპანია „მიდიფილმი“.
ფილმოგრაფია
ღრუბლებს ზემოთ (მთების სიმღერა, 2010) - სცენარის ავტორი, რეჟისორი, ოპერატორი
სანამ მამა დაბრუნდება (2018) - სცენარის ავტორი, რეჟისორი