გიორგი მრევლიშვილი 

რეჟისორი

დ. 1983 წ. თბილისი. 

2006 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით საერთაშორისო ჟურნალისტიკაში, ხოლო 2013 წელს ვისკონსინის უნივერსიტეტში (აშშ) მიიღო მაგისტრის ხარისხი კინოხელოვნებაში.  

გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და ექსპერიმენტული ფილმი. ამჟამად მუშაობს წიგნზე დოკუმენტურ კინოში ექსპერიმენტული ხერხების გამოყენების შესახებ.

 

ფილმოგრაფია

ზურაბი (დოკ. 2006)

ანარეკლი (დოკ.2010)

კავკასიის შორეული ხეობები (დოკ.2011)

ხაზები (ექსპერიმენტული, 2012)

ჩემი მშვენიერი დედა (დოკ.2017)

თორმეტი გაკვეთილი (2019)