დიმიტრი მამულია

რეჟისორი, სცენარისტი

დ. 10.04.1969 წ.  თბილისში.  

1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი,

2007 წელს – მოსკოვის სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლესი კურსები (ირაკლი კვირიკაძისა და ანდრეი დობროვოლსკის სახელოსნო).

1997 წელს მისი სცენარი "რა აქვს ანას და რა აქვს ვერას" («Что есть у Анны и что есть у Веры»), რომელმაც კინოსცენარების კონკურსზე პირველი პრემია დაიმსახურა. 

შემდეგი ათი წლის განმავლობაში დაკავებულია ლიტერატურული პროექტებით, იბეჭდება რუსულ ჟურნალებში. გერმანიაში გამოცემული აქვს მონოგრაფია «Dreimal Hesse»,  2006 წელს  გამოუშვა ტექსტების კრებული "ჩიტი შიგნით" («Птица внутри»).

 ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბორის იუხანანოვის ინდივიდუალური რეჟისურის სახელოსნოში (МИР), ბერლინის კინოსა და ტელევიზიის აკადემიაში (DFFB, გერმანია). არის მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის და თბილისის "ახალი კინოს სკოლის" სამხატვრო ხელმძღვანელი.

 კურსებზე სწავლისას გადაიღო პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "მოსკოვი".  

2010 წელს გადაიღო სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „სხვა ზეცა“, რომელმაც ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და ეკუმენური ჟიურის პრიზი დაიმსახურა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე, ხოლო 2011 წელს მიიღო პრემია „ნიკა“ კატეგორიაში „წლის აღმოჩენა“. 

 

ფილმოგრაფია

მოსკოვი (Москва, 2007) -  სცენარისტი, რეჟისორი (ბაკურ ბაკურაძესთან ერთად)

სხვა ზეცა (Другое небо, რუსეთი, 2010) - სცენარისტი, რეჟისორი

ბოროტმოქმედი (რუსეთი- საქართველო, 2019) -  სცენარისტი, რეჟისორი