ნინო კასრაძე

მსახიობი

დ. 13.03.1970, თბილისი

1991 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (შოთა გაწერელიას სახელოსნო). მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 1993 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: 

შენ ტე, შუი ტა (ბ. ბრეხტი ,,სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, რეჟისორი – რ. სტურუა); ირინე (დ. კლდიაშვილი ,,ირინეს ბედნიერება”, რეჟისორი – ა. ენუქიძე);   ლედი მაკბეტი (შექსპირი ,,მაკბეტი”, რეჟისორი – რ. სტურუა);  ლამარა (გრ. რობაქიძე ,,ლამარა”, რეჟისორი – რ. სტურუა); ქერესტანი (კ. გოცი ,,ქალი-გველი”, რეჟისორები – რ. სტურუა, დ. საყვარელიძე);  ვიოლინო (,,ქალები ნისლში”ავტორი და რეჟისორი – ა. ენუქიძე);  გერტრუდა (შექსპირი ,,ჰამლეტი”, რეჟისორი – რ. სტურუა);  ვიოლა (შექსპირი ,,შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ”, რეჟისორი – რ. სტურუა); მართა (დ. კლდიაშვილი ,,დარისპანის გასაჭირი”, რეჟისორები – რ. სტურუა. ზ. პაპუაშვილი); დეზდემონა (კ. ხოდიკიანი ,,იაგო”, რეჟისორი – ა. ღაზანჯიანი), დოდო (თ. ჭილაძე ,,ჭალას ჩიტი მომკვდარიყო”, რეჟისორი – რ. სტურუა);  ბაბეტა (მ. ფრიში ,,ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი”, რეჟისორი – რ. სტურუა); კაპიტოლინა (ი. სამსონაძე, გ. თავაძე ,,დაბოლილი მთვარე”, რეჟისორი – გ. თავაძე), ტელმა (ტ. სტოპარდი “მაგრიტის შემდეგ”, რეჟისორი – გ. თავაძე);  კლიტემნესტრა (სოფოკლე “ელექტრა”, დამდგმელი რეჟისორი – გრიგორის კარანტინაკისი, რეჟისორი – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე).  

ჯილდოები: 2001წ. – წინანდლის პრემია; 1996წ. – სახელმწიფო პრემია (,,მაკბეტი’’); 

 

ფილმოგრაფია

? დავითის შურისძიება (გერმანია, 1996) - მსახიობი 

მიზერერე (1996)  - მსახიობი 

ორფეოსის სიკვდილი (1996) - მსახიობი (ნინო)

? ალიგატორები ყინულში (გერმანია, 1997) - მსახიობი 

ერთი შანსი (Die einzige Chance, ტვ ფილმი, გერმანია, 1998) - მსახიობი (ნინო)

მარტოობის ორდენის კავალერი (1999) - მსახიობი 

ნეტავ  აღარ იწვიმოს (2000) - მსახიობი 

სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში (2000) - მსახიობი 

სიჩუმის სიმფონია (Symphony of Silence, საფრანგეთი/სასომხეთი, 2001)- მსახიობი (N9 პალატის პაციენტი)

გასეირნება ყარაბაღში  (2005) - მსახიობი (ნანა)

პირველი სიტყვა დაკარგულია (2005) - მსახიობი (მარიამი)

ბედნიერება (2009) - მსახიობი

დიდგორი - თავგანწირულ რაინდთა სამშობლო (2009) - მსახიობი (დედოფალი გურანდუხტი)

ჩემი ცოლის დაქალები (ტვ სერიალი, 2011) - მსახიობი (მაკა)

დინოზავრი (2013) - მსახიობი

კრედიტის ლიმიტი (2014) - მსახიობი (ნინო)

ლუკა (2016) -  მსახიობი (ნანა)

ანა (2017) - მსახიობი (ანა)

ოჯახი (ტვ ფილმი, 2017) - მსახიობი (ეკა)

კომეტები (2019) - მსახიობი (ირინა)

სამურაი დასვენების ჟამს (2022) - მსახიობი