შოთა ქრისტესაშვილი
მსახიობი
დ.20.02.1941
სკოლის დამთავრების შემდეგ მონაწილეობა მიიღო მარჯანიშვილის თეატრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და მუშაობა დაიწყო თეატრში სცენის თანამშრომლად, რეჟისორის თანაშემწედ, ასრულებდა პატარა როლებს. 1964 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (გიგა ლორთქიფანიძის სახელოსნო). ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო რუსთავის დრამატულ თეატრში (1964-1967), ასევე მონაწილეობდა თბილისის მოზარდმაყურებელთა ქართული თეატრის სპექტაკლებში, გამოდიოდა "მეტეხის თეატრის" სცენაზე. 1970 წლიდან მუშაობს კინოში. არის ე.წ. "ტექსტების ჩაწყობისა" და გახმოვანების უბადლო ოსტატი. გახმოვანებული აქვს რამდენიმე ასეული როლი. 2004 წლიდან ხელმძღვანელობდა ტელეკომპანია "იმედის" დუბლიაჟის განყოფილებას.
ფილმოგრაფია
თოჯინები იცინიან (1963) - მსახიობი
ვერსათრიელა (1982) - მსახიობი
გარსევანი (1984) - მსახიობი
ბატონი ავანტიურისტები (1985) - მსახიობი (შეფის მოადგილე)
ნეილონის ნაძვის ხე (1985) - მსახიობი (მგზავრი)
ნისლი (1985) - მსახიობი
ელისა და რარუს თავგადასავალი (1986) - მსახიობი (კოკა)
ვამეხი მოდის (1988) - მსახიობი (ვეზირი)
მეტიჩარა (1988) - მსახიობი (ალექსი)
როდესაც ჩაგიქროლებს, რაც ვერ ჩაივლის (1988) - მსახიობი
მდგმურები (1989) - მსახიობი (თემური)
ტურანდოტი (1989) - მსახიობი (ლადოს მამა)
თამაში (1990) - მსახიობი
ცეცხლთან თამაში (1990) - მსახიობი (ანდრო)
მერცხლები და ბეღურები (1991) - მსახიობი
ისინი (1992) - მსახიობი
ბედიანი (1993) - მსახიობი
ლეონარდო (1993) - მსახიობი (ნოე)
ციხე-სიმაგრე (1993) - მსახიობი
გრანტუსი (1994) - მსახიობი
შემსრულებელი (1994) - მსახიობი (პატიმარი)
შიში (1995) - მსახიობი (გიჟი)
შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი (1996) - მსახიობი
აქ თენდება (1998) - მსახიობი
ძვირფასო მ (2000) - მსახიობი
წვრილ ვარსკვლავთა ღამე (ტვ სერიალი, პირველი არხი, 2000) - მსახიობი
ცარიელი სივრცე (2001) - მსახიობი
ორმო (2002) - მსახიობი
ჯერ შეიცადეთ - "ოტელო" ქუთაისში (2003) - მსახიობი
თბილისი-თბილისი (2005) - მსახიობი
ოცნების ქალაქი (2010) - მსახიობი (ვახო)
ჩემი საბნის ნაკეცი (1912) - მსახიობი
გაყინული შადრევნების წელიწადი (2015) - მსახიობი (ანის მამა)
თვე, როგორც ერთი დღე (2016) - მსახიობი