რამაზ გიორგობიანი
მსახიობი, რეჟისორი
დ. 16.04.1946, თბილისი - გ.25. 12.1995, თბილისი
დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი (1972). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985, ფილმისთვის "ცისფერი მთები"). საქართველოს დამსახურებული არტისტი (1988).
1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის და 1979 წელს - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი კინორეჟისურის განხრით (ლანა ღოღობერიძის სახელოსნო). კინოში მისი დებიუტია ნიკო ნიჟარაძის როლი ოთარ იოსელიანის ფილმში "გიორგობისთვე".
ფილმოგრაფია
გიორგობისთვე (1966) - მსახიობი (ნიკო ნიჟარაძე)
ქოლგა (1967) - მსახიობი (ქოლგის პატრონი)
სერენადა (1968) - მსახიობი (სუსტი)
ფერისცვალება (1968) - მსახიობი (ჭაბუკი)
ადამი და ხევა (Адам и Хева, "მოსფილმი", 1969) - მსახიობი (ჩამსულა, სოფლის საბჭოს თავმჯდომარე)
ფილატელისტის სიკვდილი (1969) - მსახიობი (დათო კერესელიძე)
სამკაული სატრფოსათვის (1971) - მსახიობი (ბაჰადური)
გაზაფხულის საღამო (1972) - მსახიობი (შოთიკო)
მხიარული რომანი (1972) - მსახიობი (დათო)
ბებერი მეზურნეები (1973) - მსახიობი
ეს ჩემზე ძლიერია (Это сильнее меня, "მოსფილმი",1973) - მსახიობი
მთიელი ქალი (Горянка, "მოსფილმი", 1975) - მსახიობი (იუსუპი)
სიმღერები ღრუბლებს ზემოთ (Песни над облаками. ჩრდ.ოსეთის ტელეფილმების სტუდია, 1976) - მსახიობი (ზაური)
მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკა (1978) - მსახიობი
მეუღლე მარო, ძმისწულები კაკო და კოლა (1979) - რეჟისორი
თითქმის ორი თვე (1980) - რეჟისორი
ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი (1983) - მსახიობი (სოსო)
ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა (1984) - მსახიობი (შალამბერიძე)
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში (1985) - მსახიობი (წამყვანი)
ბატონი ავანტიურისტები (1985) - მსახიობი (რევიზორი ზუმბაძე)
მოდი, ვილაპარაკოთ (1986) - სცენარისტი, რეჟისორი
საფეხური (1986) - მსახიობი (გაგა)
გამოცხადება (1988) - მსახიობი (ჯიბო აბზიანიძე)
ლუიზა (ალმანახიდან "ასეც ხდება", 1988) - მსახიობი (მურმანი)
ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში (1990) - მსახიობი
ლოლიტა (1991) - მსახიობი, სცენარისტი (ბესარიონ მაღლაკელიძესთან ერთად), რეჟისორი
მორევი (1996) - მსახიობი, სცენარისტი (ბადრი ჭოხონელიძესთან ერთად), რეჟისორი