თამაზ მელიავა
რეჟისორი
დ. 23.12. 1929, თბილისი - გ.25.08. 1972, თბილისი
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).
1947 წელს სწავლობდა მოსკოვის იურიდიულ ინსტიტუტში, 1948–1951 წლებში - მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
1959 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო).
სტუდენტობის წლებში, 1954 წლიდან მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ რეჟისორად კიევის კინოსტუდიაში, "მოსფილმში", აქ გადაიღო ფილმები "უბრალო ნივთი" (1958), "წყნარ ნავსაყუდელთან" (1958, ე.აბალოვთან ერთად).
1959 წლიდან კ/ს "ქართული ფილმის" რეჟისორია.
ფილმოგრაფია
უბრალო ნივთი (დოვჟენკოს სახ. კიევის კ/ს, 1958) - სცენარისტი, რეჟისორი (ბ. გრიმაკთან ერთად)
წყნარ ნავსაყუდელთან ("მოსფილმი", 1958) - რეჟისორი (ე.აბალოვთან ერთად)
თეთრი ქარავანი (1963) - რეჟისორი (ელდარ შენგელაიასთან ერთად)
ლონდრე (1967) - რეჟისორი
სამკაული სატრფოსათვის (1971) - სცენარისტი (თ. აბულაძესა და ა. აბუ-ბაქართან ერთად)
გლადიატორი (1971) - სცენარისტი
მთვარის მოტაცება (I-II სერია, 1972-1973)- სცენარის ავტორი (გ.ხუხაშვილთან ერთად, რეჟისორი)