გურამ პატარაია
სცენარისტი, რეჟისორი
დ.14.02.1928-გ. 23.11.1983
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (ფილმების ციკლისთვის "პალესტინის სიძველეთა საიდუმლოება", "რუსთაველის ნაკვალევზე" და "შორია გურჯისტანამდე", 1971), საქართველოს სახალხო არტისტი (1979),
1952 წელს დაამთავრა შოთა რუსთველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი დრამის რეჟისურის განხრით.
1952-1957 წლებში დადგა სპექტაკლები გორის, სოხუმის, თბილისისა და მოსკოვის ("ტეატრ ნა მალოი ბრონნოი") დრამატული თეატრების სცენებზე.
1957-1961 წლებშ იყო დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიის მთავარი რეჟისორი.
1962-1966 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, ტელეგადაცემების რეჟისორად, ხოლო 1968 წლიდან ხდება ტელევიზიასთან შექმნილ სატელევიზო ფილმების სტუდიის რეჟისორი, მუშაობს როგორც დოკუმენტურ, ისე მხატვრულ ფილმებზე.
პირველი კინოდოკუმენტალისტია, რომელიც დაინტერესდა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის კერებითა და უცხოეთში მცხოვრები ქართველებით.
ბოლოს სირიაში, იორდანიასა და თურქეთში გადაიღო მასალა, რომელზეც აღბეჭდილია მე-12 საუკუნის ქართული ხელნაწერები, თუმცა ფილმის დასრულება ვერ მოასწრო. ეს მასალა გამოყენებულია მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ფილმში "მეშვიდე მოგზაურობა" (ი.ონოფრიშვილი, ჯ.გაბუნია, 1987)
ფილმოგრაფია