ნიკო (ნიკოლოზ) გომელაური
პოეტი, მსახიობი
დ.12.07.1970, თბილისი - გ. 13.04.2010, თბილისი
1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა გრიბოედოვის თეატრსა და თავისუფალ თეატრში. იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი.
თეატრში ნათამაშები აქვს სპექტაკლებში:
გრიბოედოევის თეატრი - „მე, ბულატ ოკუჯავა“, „ხანუმა“, „ცხოვრება მშვენიერია“, „იცხოვრე და გახსოვდეს“, "ოსტატი და მარგარიტა“, „ორი წყვილი, ანუ ვინ არის ჩარლი“, „რუსული ბლუზი“, „სიზმრები საქართველოზე“, „მისტიფიკატორი“; თავისუფალი თეატრი - „კომენდიანტები“, „ძმები“, „იდიოკრატია“, „კავკასიური ცარცის წრე“, „ჰამლეტი“, „ჯინსების თაობა“, „ტელემისტერია“, „ბავშვის თვალებით“, „ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“.
2001 წელს მან ლექსების პირველი კრებული გამოუშვა. სულ გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული. მისი კრებულებია: უაზრო ლექსი. ლექსები - თბილისი, თობალისი, 2004. - 98გ ; უბრალოდ ნათქვამი : კრებული - თბილისი, სიესტა, 2010. - 132გვ.; უბის ლექსი - თბილისი, თობალისი, 2010. - 122გვ.; რუსული პოეზია. თარგმანები - თბილისი, 2010. - 183გვ. ოცნებები მცნებებივით ირღვევიან... : ლექსები ქართ. და რუს. ენ. - თბილისი, ფავორიტი პრინტი, 2011. - 340გვ.
2009 წელს მას აღმოუჩინეს ფილტვის კიბო. გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. 2011 წელს რეჟისორმა გიორგი ბერიძემ გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი "ნიკო... აპლოდისმენტები“, რომელიც ნიკო გომელაურის შემოქმედებას ეძღვნება.
ფილმოგრაფია
ანემია (1987) - მსახიობი
აქ თენდება (1998) - მსახიობი
უცხო (1998) - მსახიობი
ძვირფასო მ. (2000) - მსახიობი
იდიოკრატია (2008) - მსახიობი (გოგა, მინისტრი)
ყველაფერი კარგად იქნება (2009) - მსახიობი