ლევან ანჯაფარიძე
რეჟისორი
დ. 3.11. 1961
1978 წელს დაამთავრა ქ.თბილისის 24-ე საშუალო სკოლა.
1978-1983 წლებში სწავლობდა და დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელწიფო ინსტიტუტი, კინორეჟისორის სპეციალობით (თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახელოსნო).
1984-1986 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტის ახალგაზრდულ რედაქციაში რეჟისორად.
1989 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი, მხატვრული ფილმი
1988-1996 - მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში" რეჟისორად.
2002-2005 შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კინო ტელე-რეჟისორის ფაკულტეტის პედაგოგი
1996-2005 - მუშაობდა სასწავლო კინოსტუდია ,,აპერკოტში“ დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
2002-2005 - სააქციო საზოგადოება ქართული ფილმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
2007 წელს დააარსა შპს სტუდია ,,ანჯიკო“
2011-2012 - მუშაობდა მედიაკავშირ "ობიექტივში", იყო გადაცემის წამყვანი
ფილმოგრაფია:
ბუდე (სადიპლომო,1983) - რეჟისორი
პიესა ოთხი ხელისათვის (1989) - რეჟისორი
ორმაგი სახე (1997) - სცენარის თანაავტორი (გიორგი კაჭარავასთან ერთად), რეჟისორი,
არის ასეთი ქვეყანა (2003) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
მას საქართველო ჰქვია (დოკ. 2007) - რეჟისორი
21- 26 მაისი (დოკ. 2010) - რეჟისორი
მტერი ჩემი - ძმა ჩემი (2016-2017) - სცენარის თანაავტორი (ზაურ კალანდიასთან ერთად), რეჟისორი