დავით ქვარცხავა

რეჟისორი

 დაიბადა 25.08.1961,  თბილისი 

  1978 -1983 წლებში დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი სახელოსნო). 

  1983 – დღემდე არის  სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” უმაღლესი კატეგორიის რეჟისორი (დამდგმელი რეჟისორი). 

  1985-1988 წლებში იყო  რეჟისორის ასისტენტი მრავალსერიან ფილმზე “დონკიხოტი” (სსრკ- ესპანეთი).

  1994 -1996 წლებში მუშაობდა სარეკლამო სააგენტოში “Стиль +” (რუსეთი) 

  1997-2001  წლებში იყო სააქციო საზოგადოება “ქართულ ფილმის” გენერალური დირექტორის თანაშემწე და რეფერენტი.

  2006 - დღემდე  არის    სტუდია “მაფალუს” პროდიუსერი, დამდგმელი რეჟისორი.   არის სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი სპექტაკლის “კონსესუსი”, რომელიც 2008წ. დაიდგა „თეატრი ათონელზე,“, ხოლო 2009წ.  „ერთი მსახიობის თეატრში “ვერიკო”.

ფილმოგრაფია:

სოლანი (შემეცნებითი-სარეკლამო, 1987) - რეჟისორი

ეტლი შარაგზაზე (1988-1990) - რეჟისორი

ცეცხლით ნაწრთობნი (დოკ. 1991) - რეჟისორი, პროდუსერი

გარდასულ ფერთა (ყაზახეთი, 1992-1994) - რეჟისორი 

სამნი (2000) - რეჟისორი