ლევან (ბაჩო) შამილოვი
მსახიობი
დ. 8 მარტი 1960წ
დაამთავრა თბილისის 39-ე სკოლა, სოლოლაკში. 1991 წლიდან ოჯახთან ერთად გადავიდა ისრაელში.
ფილმოგრაფია:
არ იდარდო! (1968) - მსახიობი (ვარლამი)
ფეოლა (1970) - მსახიობი
"ვეფხვები" ყინულზე ( «Тигры» на льду, ტვ, ოდესის კ/ს, 1971) - მსახიობი (ალექსეი)
ლახტი (ტვ, 1973) - მსახიობი
ამბობენ... იყო ებრაელი თავადების(ქოენების) შთამომავალი.
"ბენჟამენის დისშვილი ვარლამი შემთხვევით აღმოვაჩინეთ პურის მოედანზე, მანქანიდან დავინახე რიჟა, ცხვირა ბიჭუნა. აი, ვარლამი, გაიცანი-მეთქი, ვუთხარი დათო კობახიძეს. დათო მისკენ წავიდა. ბიჭი გაიქცა. დათო გამოუდგა. რომ დაბრუნდა, ხელი შუბლზე ჰქონდა მიდებული: ბიჭს თვალებს შორის იატაკის ჯოხი უთავაზებია. მის მშობლებთან მივედით და გადაღებაზე დავითანხმეთ. როგორც გაირკვა, ბიჭი ასე იმიტომ მოქცეულა, რომ მშობლებს ჰყავდათ დაშინებული, მიმნდობ ბიჭებს უცხოები იტაცებენ და მათგან საპონს ხარშავენო.გადაღებებზე ბიჭები ამბობდნენ: რაღა ასეთი ცხვირა აირჩიეს, უფრო ლამაზი ვერავინ ნახესო? ვარლამი კი პასუხობდა, მე ცხვირის გამო კი არა, ჩემი ღირსებებისა და ნიჭის გამო ამირჩიესო".-გიორგი დანელია.