ზურაბ ინაშვილი
რეჟისორი
დ. 25. IX. 1948, თბილისი - 6 ივნისი, 2021, თბილისი
დაამთავრა თბილისის სახელმწ. უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1971) და თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის სახელოსნო, 1979). მუშაობდა ტელეფილმების სტუდიაში კინორეჟისორად (1977–2004), იყო სტუდია &ქუოტ;ქართული ტელეფილმის&ქუოტ; გენერალური დირექტორი (1993-1994). 1996-2004 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის საბავშვო პროგრამების სტუდიის დირექტორი. ავტორია გადაცემების ციკლისა "შოკოლადის მიკროფონი" (პირველი არხი) და "მგზავრები წუთისოფლისა"; (საპატრიარქოს ტელევიზია).
ფილმოგრაფია:
იწყება ზღაპარი (დოკ. 1977) - რეჟისორი
ნუ მოიწყენთ შემოდგომისას (1980) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
ნოდარ დუმბაძე (დოკ. 1981) - სცენარის ავტორი,რეჟისორი
საკუთარ მიწაზე (დოკ. 1983) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
გვიამბეთ თქვენს შესახებ, მაესტრო (ანდრია ბალანჩივაძე. დოკ. 1983) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
იოსებ ნონეშვილი (დოკ.1984) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
თხუთმეტი წლის შემდეგ (დოკ. 1984) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
შემობრუნება (დოკ. 1985) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
მეშახტეები (დოკ. 1986) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
მაისის თოვლი (1989) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
სიცოცხლის ხე ქართლის ცხოვრებისა (დოკ. 1992) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
გერმანელები საქართველოში ( დოკ. 1993) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
გამოთხოვება დონ კიხოტთან (დოკ. 2002) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
ქართველები მარიას თეატრში (დოკ. 2002) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
გემღერებოდეს, დედაო! (დოკ. 2008) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
ხვალ, ზეგ, მაზეგ (დოკ. 2011) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
გურჯი ვარ საქართველოდან (დოკ. 2012) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
სხვა ქალაქი (დოკ. 2014) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
ხმა ამოიღეთ (დოკ. 2015) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
პური და სანახაობა (დოკ. 2015) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
მიუსაფარი (დოკ. 2017) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
მახარობელი (დოკ. 2019) - სცენარის ავტორი, რეჟისორი
რუსთაველის ქვეყანა (2023) - სცენარის ავტორი (ერეკლე ინაშვილი)