ომარ გვასალია
რეჟისორი
დიბადა 31.08. 1942, თბილისი - 21. 04. 1992, თბილისი (დაიღუპა ავტოკატასტროფაში)
საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი (1970) და მდივანი.
1960-1962 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკა-ტელემექანიკის ფაკულტეტზე .
1967 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ლევ კულეშოვისა და ალექსანდრა ხოხლოვას სახელოსნო).
სხვადასხვა დროს მუშაობდა ლენინგრადის სატელევიზიო ფილმების სტუდიაში (დოკუმენტური ფილმი "ყველა ჩემი ვაჟიშვილია", ა. სტეფანოვიჩთან ერთად ), საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში (1968-1970), კინოსტუდია "მოსფილმის" ექსპერიმენტულ გაერთიანებასა (1972 წელი, ა. სტეფანოვიჩთან ერთად გადაიღო ფსიქოლოგიური დრამა "დროებითი მოწმობა") და კინოსტუდია "ქართულ ფილმში" როგორც კინოსა და ტელევიზიის რეჟისორი და სცენარის ავტორი. 1974 წლიდან იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი - იყო ახალგახსნილი კინოფაკულტეტის პირველი სარეჟისორო სახელოსნოს ხელმძღვანელი.
1983-1985 წლებში იყო საქართველოს ტელეფილმების სტუდიის დირექტორი.
1988 წელს გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილთან და რამაზ (ბუბა) ხოტივართან ერთად დააარსა კინოფირმა "მთვარის გლობუსი"
ფილმოგრაფია
ერთი დღე უნივერსიტეტში (დოკ. 1968) - რეჟისორი
ნიკოლოზ ბარათაშვილი (დოკ.1968) - რეჟისორი
ყველა ჩემი ვაჟიშვილია (დოკ.1968) - რეჟისორი, ა. სტეფანოვიჩთან ერთად
ფრესკა (დოკ.1969) - რეჟისორი
დიალოგები (დოკ.1970) - რეჟისორი
დროებითი მოწმობა (დოკ.1972) - რეჟისორი, ა. სტეფანოვიჩთან ერთად
მშვიდობიანი დღეები (1974) - რეჟისორი
იმედის მწვანე კუნძული (1978) - რეჟისორი
70 შეკითხვა (დოკ. 1980) - რეჟისორი
მოგზაურობა სოპოტში (1980) - მსახიობი
მუდმივი მეგობარი (ერთგული მეგობარი, 1980) - სცენარისტი, რეჟისორი
ქართველები ცაში (1984) - რეჟისორი, სცენარის თანაავტორი გოდეძი ჩოხელთან ერთად
გაიცანით, ჩვენი შვილები (დოკ. 1987) - რეჟისორი
რამდენიმე სურათი ილიას ცხოვრებიდან (დოკ. 1987) - რეჟისორი
ალყა (1990) - სცენარისტი, რეჟისორი
ბედიანი (1993) - სცენარის თანაავტორი (გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილთან ერთად)