ბადრი კაკაბაძე
მსახიობი
დ. 25.12.1954
1975 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო).
1975 წელს გამოდიოდა კინომსახიობთა თეატრის სცენაზე. 1976 წლიდან მოღვაწეობს რუსთავის დრამატულ თეატრში. ამავე წლიდან მუშაობს კინოში. ეკრანზე მისი დებიუტი შედგა ფილმით „გასეირნება თბილისში“.
ფილმოგრაფია
გასეირნება თბილისში (1976) - მსახიობი (ვოკალისტი)
რაჭა, ჩემი სიყვარული (1977) - მსახიობი (ზაური)
იმერული ესკიზები (1979) - მსახიობი (ბარნაბა)
ყოჩაღად, პაპებო! (1981) - მსახიობი
ოცი დეკემბერი (20 декабря, "გოსტელერადიო", "ლენფილმი", საბჭოთა კავშირი, 1982) - მსახიობი (სერგო ორჯონიკიძე)
სიკვდილით დასჯა შეუძლებელია (Казнить не представляется возможным, დოვჟენკოს სახ. კ/ს, საბჭოთა კავშირი, 1982) - მსახიობი (ორჯონიკიძე)
აქედანა და შენამდე (1984) - მსახიობი (ბუჭუტა)
მოდი თავისუფალი (Приходи свободным, გორკის სახ.კ/ს, საბჭოთა კავშირი, 1984) - მსახიობი (სერგო ორჯონიკიძე)
უკვდავების თეთრი ვარდი (1984) - მსახიობი
შენი მშვიდობიანი ცა (Твое мирное небо, დოვჟენკოს სახ. კ/ს, საბჭოთა კავშირი, 1984) - მსახიობი (გურამი)
მატროსი ჟელეზნიაკი (ოდესის კ/ს, საბჭოთა კავშირი, 1985) - მსახიობი (ვასო კიკვიძე)
მე შენ სიცოცხლეზე მეტად მიყვარდი (Sizi dünyalar qadar sevirdim, აზერბაიჯანი, 1985) - მსახიობი (ვიქტორ სხირტლაძე)
წყარო (1985) - მსახიობი
მეტიჩარა (1988) - მსახიობი
ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი (1990) - მსახიობი (გელა)
კრუიზი (Круиз, или Разводное путешествие, საბჭოთა კავშირი, 1991) - მსახიობი (ილარიონ გობელია)
ომი და ქორწილი (2010) - მსახიობი
ანოს და ვანოს თავგადასავალი (2011) - მსახიობი (ერეკლეს ბაბუა)
ჭამა და სექსი (2011) - მსახიობი
აგატას კანონი (Prawo Agaty, True Law, ტელესერიალი, პოლონეთი, პირველი ეპიზოდი, 2013) - მსახიობი (მარიცას ბიძა)
ცელქი ბავშვები-2 (2014) - მსახიობი