დემეტრე (დუტა) სხირტლაძე

მსახიობი

6.06.1973, ქ. თელავი.

დაბადების გვარი ვალიცკი.

1994 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 

მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში,  თეატრალურ სარდაფში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში; 

2010-2012წწ. იყო თელავის თეატრის დირექტორი; ფართო საზოგადოებამ ის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემიდან "ვის უნდა 20 000" გაიცნო. წლების განმავლობაში იყო რუსთავი 2-ის სხვადასხვა შოუების წამყვანი და ერთ-ერთი მთავარი სახე; კომპანია "ჯეოსელის" სახე; 2012 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია "იმედზე".   

ფილმოგრაფია

გარიგება (1993) - მსახიობი (მიტოს მეგობარი)

მარტოობის ორდენის კავალერი (1999) - მსახიობი

ბალადა ჩვეულებრივ ადამიანზე (მოკლემეტრაჟიანი, 2000) - მსახიობი

მატარებელი (მოკლემეტრაჟიანი, 2001) - მსახიობი

მას შემდეგ, რაც ოთარი წავიდა (2003) - მსახიობი

ერთი ლეღვი გზაზე (2004) - მსახიობი

კაცი საელჩოდან (2005) - მსახიობი (ანზორი)

სიყვარულის ქართული სიმღერა (Georgisches Liebeslied, გერმანია, 2005) - მსახიობი (გიორგი)

უსუი (2005) -  მსახიობი

ყველაფერი კარგად იქნება (2009) - მსახიობი

ომი და ქორწილი (2010) - მსახიობი

ოცნების ქალაქი (2010) - მსახიობი (ირაკლი)

გარიგება-2 (2011) - მსახიობი (კიმა)

რეზუს-უარყოფითი (2011) - მსახიობი

ბაბაზი (იასამნისფერი ალმანახი ...და მერე ?!, 2012) - პროდუსერი

სიყვარული აქცენტით (რუსეთი, 2012) - მსახიობი

ფეხშიშველი (იასამნისფერი ალმანახი ...და მერე ?!, 2012) - პროდუსერი

მგლების ხეობა ( Wolfsschlucht,  მოკლემეტრაჟიანი, გერმანია, 2003) - მსახიობი (ლიზას ძმა)

სტალინის ცოლი (Жена Сталина, მინი-სერიალი, რუსეთი, 2006)  - მსახიობი (იოსებ სტალინი)

 ...37 (იასამნისფერი ალმანახი ...და მერე ?!, 2012) - რეჟისორი

ქალაქის ღია ფანჯრებში (იასამნისფერი ალმანახი ...და მერე ?!, 2012) - მსახიობი

ცელქი ბავშვები:   ოპერაცია ახალი წელი (2012) -   მსახიობი (მამა)

პანიკის გარეშე (ტელესერიალი, 2013) -  მსახიობი (პაპუნა ჭელიძე)

"ოტტეპელი" (ტელესერიალი, რუსეთი, 2013) -  მსახიობი (გია ტარიძე, მე-9 სერია)

ცელქი ბავშვები 2: ოპერაცია მონერიბუსი (2014)  - მსახიობი

აუტანელი არდადეგები (2015) - მსახიობი

მზარეულები (ტელესერიალი, 2015) -  მსახიობი  (დუტა)   

ვისი სული გსურს (ტელესერიალი, 2016)  -  მსახიობი (თეატრის დირექტორი, მირზა)  

ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (2021) - მსახიობი (რობინზონი)

ტერცო მონდო (2024) - მსახიობი ("მოხიტო")