ზაზა (ზაქარია) კოლელიშვილი

მსახიობი, რეჟისორი

  

დაიბადა - 11.01.1957, თელავი

მეუღლე - ნათია გოგოჭური

1997 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; 

1981 წელს - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, ხოლო 1996 წელს -  ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 

1981–1984 წლებში მუშაობდა თელავის სახელმწიფო თეატრში;

1984–1991 წლებში რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში.  კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

1985-1999წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის"   მსახიობია.

1992-1995წწ.დააფუძნა  ბავშვთა ხელოვნების სტუდია;    1998 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია -   "მსახიობები საზღვრებს გარეშე"; 

1998-2001წწ. სერგო ზაქარიაძის სახელობის თანამედროვე ხელოვნების სასწავლებლის მსახიობობის ოსტატობა-სასცენო მეტყველების პედაგოგია; 

2000-2002წწ. იყო აჭარის ტელევიზია საავტორო გადაცემა "კაი ამბავი", ავტორი;

ამავე წლებში იყო ქ. ქუთაისის კულტურის სამსახურის უფროსი; 

2002-2005წწ. ხელოვნების აკადემია,ში მუშაობდა  ხელოვნების ოსტატობის პედაგოგად; 

სხვადასხვა პერიოდში იყო: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრი;

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის წევრი;

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი;

1996-1997 წლებში - ხელოვანთა საერთაშორისო ფედერაციის დირექტორთა საბჭოს წევრი.

 

ფილმოგრაფია

ნატვრის ხე (1976) - მსახიობი (შეთე)

მიმინო (1977) - მსახიობი

კაშხალი მთაში (1979) - მსახიობი (გიგო)

ქორწინება იმერულად (1979) - მსახიობი

შვიდი პატარა მოთხრობა პირველ სიყვარულზე (1981)  - მსახიობი

კუკარაჩა (1982) - მსახიობი (მურტალო)

ბანდიტი აგურის ქარხნიდან (1983) - მსახიობი (ჯანო)

ათოვდა ზამთრის ბაღებს (1984) - მსახიობი (აჩიკო)

ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა (1984) - მსახიობი (შაქრო ცისკარიშვილი)

დედუნა (1985) - მსახიობი

მამაკაცები და სხვები (1985) - მსახიობი (თენგიზი, მოკრივე)

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში (1985) - მსახიობი

ბრავო, ალბერ ლოლიშ! (1987)  - მსახიობი

ხარება და გოგია (1987) - მსახიობი (ჟორჟიკა ბერძენიშვილი)

გამოცხადება (1988) - მსახიობი

მამა, შვილი და ნიავი (1988) - მსახიობი (მამა)

ომი ყველასთვის ომია (სტალინის შვილი, 1990) - მსახიობი (იაკობ ჯუღაშვილი)

ისინი (1992) - მსახიობი

გარიგება (1993) - რეჟისორი

ტბა (1998) - მსახიობი

არჩევანი (2003, ტვ "იმედის" პროექტი) - რეჟისორი

საქართველო ჩემს გულში (დოკ. 2004) - რეჟისორი 

ორი ხევსური (2006) - სცენარისტი, მხატვარი, რეჟისორი

ქუთაისელი ბაბუ (2007) - მხატვარი, რეჟისორი

მედიატორი (2008) - მსახიობი (სასტუმროს მეპატრონე

ომი და ქორწილი (2010) - სცენარის თანაავტორი, რეჟისორი

ქუჩის დღეები (2010) - მსახიობი

გარიგება-2 (2011) - მსახიობი (მიტუა), რეჟისორი