ზაზა (ზაქარია) კოლელიშვილი
მსახიობი, რეჟისორი
დაიბადა - 11.01.1957, თელავი
მეუღლე - ნათია გოგოჭური
1997 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი;
1981 წელს - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, ხოლო 1996 წელს - ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
1981–1984 წლებში მუშაობდა თელავის სახელმწიფო თეატრში;
1984–1991 წლებში რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში. კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.
1985-1999წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობია.
1992-1995წწ.დააფუძნა ბავშვთა ხელოვნების სტუდია; 1998 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია - "მსახიობები საზღვრებს გარეშე";
1998-2001წწ. სერგო ზაქარიაძის სახელობის თანამედროვე ხელოვნების სასწავლებლის მსახიობობის ოსტატობა-სასცენო მეტყველების პედაგოგია;
2000-2002წწ. იყო აჭარის ტელევიზია საავტორო გადაცემა "კაი ამბავი", ავტორი;
ამავე წლებში იყო ქ. ქუთაისის კულტურის სამსახურის უფროსი;
2002-2005წწ. ხელოვნების აკადემია,ში მუშაობდა ხელოვნების ოსტატობის პედაგოგად;
სხვადასხვა პერიოდში იყო: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის წევრი;
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი;
1996-1997 წლებში - ხელოვანთა საერთაშორისო ფედერაციის დირექტორთა საბჭოს წევრი.
ფილმოგრაფია
ნატვრის ხე (1976) - მსახიობი (შეთე)
მიმინო (1977) - მსახიობი
კაშხალი მთაში (1979) - მსახიობი (გიგო)
ქორწინება იმერულად (1979) - მსახიობი
შვიდი პატარა მოთხრობა პირველ სიყვარულზე (1981) - მსახიობი
კუკარაჩა (1982) - მსახიობი (მურტალო)
ბანდიტი აგურის ქარხნიდან (1983) - მსახიობი (ჯანო)
ათოვდა ზამთრის ბაღებს (1984) - მსახიობი (აჩიკო)
ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა (1984) - მსახიობი (შაქრო ცისკარიშვილი)
დედუნა (1985) - მსახიობი
მამაკაცები და სხვები (1985) - მსახიობი (თენგიზი, მოკრივე)
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში (1985) - მსახიობი
ბრავო, ალბერ ლოლიშ! (1987) - მსახიობი
ხარება და გოგია (1987) - მსახიობი (ჟორჟიკა ბერძენიშვილი)
გამოცხადება (1988) - მსახიობი
მამა, შვილი და ნიავი (1988) - მსახიობი (მამა)
ომი ყველასთვის ომია (სტალინის შვილი, 1990) - მსახიობი (იაკობ ჯუღაშვილი)
ისინი (1992) - მსახიობი
გარიგება (1993) - რეჟისორი
ტბა (1998) - მსახიობი
არჩევანი (2003, ტვ "იმედის" პროექტი) - რეჟისორი
საქართველო ჩემს გულში (დოკ. 2004) - რეჟისორი
ორი ხევსური (2006) - სცენარისტი, მხატვარი, რეჟისორი
ქუთაისელი ბაბუ (2005) - მხატვარი, რეჟისორი
მედიატორი (2008) - მსახიობი (სასტუმროს მეპატრონე
ომი და ქორწილი (2010) - სცენარის თანაავტორი, რეჟისორი
ქუჩის დღეები (2010) - მსახიობი
გარიგება-2 (2011) - მსახიობი (მიტუა), რეჟისორი