ქართლოს ხოტივარი
რეჟისორი
დ. 21.09.1936 - გ. 13.12.1980
1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის განყოფილება;
1967 წელს - მოსკოვის კინემატოგრაფიული ინსტიტუტის (ვგიკი) სარეჟისორო ფაკულტეტი (ალექსანდრ ზგურიდის სახელოსნო).
1959-1964 წლებში მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად,
1968-1971 წლებში - საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში.
გადაღებული აქვს ორი მხატვრული ფილმი. მეორე ფილმის "ლაზარეს თავგადასავალის" გადაღებებზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ფილმი მისმა ძმამ, რეჟისორმა რამაზ (ბუბა) ხოტივარმა დაასრულა.
ფილმოგრაფია
ცხენები (დოკ. 1964) - რეჟისორი
შაბათი რომ დაღამდება (დოკ. 1966) - რეჟისორი
სერენადა (სატელევიზიო, 1968) - რეჟისორი
ლაზარეს თავგადასავალი (1973) - რეჟისორი
ამბობენ:
თამუნა ნიჟარაძე. როგორ მოკლა... - ჟურნალი "მთავარი". 2.07. 2012
ანა მალენკა. ორი ოჯახის ტრაგედია - რა მოხდა ''ლაზარეს'' გადაღებისას - ჟ."რეიტინგი", 24 აპრილი, 2015