ვერიკო ანჯაფარიძე

მსახიობი

              

დ.6.10.1900, ქ.ქუთაისი - გ.30.01.1987, ქ.თბილისი   (დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში)

1943 - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, ლენინის ორდენი

1943 - სსრკ სახელმწიფო პრემია

1946 - სსრკ სახელმწიფო პრემია

1950 - სსრკ სახალხო არტისტი

1952 - სსრკ სახელმწიფო პრემია

1975 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია

1979 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

1980 - თბილისის საპატიო მოქალაქე

 დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლი; მოსკოვში ს. აიდაროვის (1917) და თბილისში გ. ჯაბადარის (1920) დრამატული სტუდიები.

ოჯახური ცხოვრება: მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ვერიკომ   ჯაბადარის სტუდიაში გაიცნო მაშინ ჯერ კიდევ დამწყები მსახიობი, შემდეგში კი - ცნობილი რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი. მათ შორის მალევე გაჩნდა გრძნობა, თუმცა წყვილის ურთიერთობა ვერ შედგა და 1918 წ. ვერიკო ანჯაფარიძემ იქორწინა შალვა ამირეჯიბთან. ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა. ერთადერთი ქალიშვილი ჩვილი გარდაიცვალა. საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი და 1924 წლის აჯანყების მონაწილე ამირეჯიბი 1925 წელს იძულებული გახდა, საქართველოდან ევროპაში გაქცეულიყო. ვერიკო მას არ გაჰყოლია.  შემოქმედებით ასპარეზზე ერთად მოღვაწეობამ ისევ დააახლოვა ვერიკო და მიხეილ ჭიაურელი და ისინი დაოჯახდნენ. შვილები: სოფიკო ჭიაურელი, რამაზ ჭიაურელი

1920-1926 წლებში იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის, 1926-1928 წლებში ბათუმის თეატრისა და თბილისის "მუშათა თეატრის", 1928-1932 წლებში ქუთაისი-ბათუმის აკადემიური დრამის მსახიობი; 1932-1933 წლებში . მუშაობდა მოსკოვის "რეალისტურ თეატრში", სადაც მ. გორკის "დედაში" შეასრულა სოფიას როლი; 1933 წელს დაბრუნდა თბილისში და  სიცოცხლის ბოლომდე  მუშაობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში; 1957-1959 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 

იყო პედაგოგი საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტსა და დრამატულ სტუდიებში; 

კოტე  მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე ითამაშა  როლები: ოფელია (უილიამ შექსპირის "ჰამლეტი"), ივდითი (კარლ გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), დეზდემონა (უილიამ შექსპირის "ოტელო"), ლიზი (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), გინატრე (შალვა დადიანის "ნინოშვილის გურია"), მარგარიტა (ალექსანდრ დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ცაბუ (შალვა დადიანის "ნაპერწკლიდან"), აიშე (იონა ვაკელის "შური"), ლარისა (ალექსანდრ ოსტროვსკის "უმზითვო"), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), მაყვალა (ალექსანდრე ყაზბეგის "მოძღვარი"), კლეოპატრა ( უილიამ შექსპირის "ანტონიოს და კლეოპატრა"), დარეჯანი (ილო მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), გრაფინია (პიერ ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), შეჰმენე ბანუ (ნაზარ ჰიქმეთის "ლეგენდა სიყვარულზე"), მარიამ სტიუარტი (ფრიდრიჰ შილერის "მარიამ სტიუარტი"), მედეა (ევრიპიდეს "მედეა"), ბებია (ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ფრუ ალვინგი (ჰენრიკ იბსენის "მოჩვენებანი"), ფატი გურიელი (ა. ჩხაიძის "შთამომავლობა"), ნენი (პ. ზინდელის "გვირილა"), ლედი მაკბეთი (უილიამ  შექსპირის "მაკბეთი"), დედოფალი (მ. მრევლიშვილის "წამება დედოფლისა"), მისის ჰიგინზი (ბრნარდ შოუს "პიგმალიონი"). 

ასევე ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას: კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დადგა სპექტაკლები: ვ. როკის "ინჟინერი სერგეევი", ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან", ა. აღლაძის "მღელვარე დღეები".

  

ფილმოგრაფია: 

ათასის ფასად (1925) - მსახიობი

წარსულის საშინელებანი (1925) - მსახიობი (გლეხის ცოლი)

დინა ძა-ძუ (1926) - მსახიობი

კომუნარის ჩიბუხი (1929) - მსახიობი (ლუიზა)

საბა (1929) -  მსახიობი (მარო, საბას ცოლი)

ოცდაექვსი კომისარი (1932) - მსახიობი (მუშის ცოლი)

არსენა (1937) - მსახიობი (მანანა)

ნარინჯის ველი (1937) - მსახიობი (სალომე, თედოს დედა)

ქაჯანა (1941) - მსახიობი (ბაბალე, მკითხავი)

გიორგი სააკაძე (1942-1943) - მსახიობი (რუსუდანი, გიორგი სააკაძის მეუღლე)

ქეთო და კოტე (1948, საკავშირო 1953) - მსახიობი  (კნეინა)

ბედნიერი შეხვედრა (1949) - მსახიობი (ნინო)

ბერლინის დაცემა (1949) - მსახიობი (ჰანსის დედა)

ალბანეთის დიდი გმირი სკანდერბეგი (1953) - მსახიობი (დაფინო)

ოთარაანთ ქვრივი (1957) - მსახიობი (ოთარაანთ ქვრივი)

მამლუქი (1958) - მსახიობი (როდამი)

ძნელად მოპოვებული ბედნიერება (1958) - მსახიობი (ბოშა ქალი, ნაგორნის ბებია)

ამბავი ერთი ქალიშვილისა (1960) - მსახიობი (დედა)

შეწყვეტილი სიმღერა (1960) - მსახიობი (მარიამი)

გენერალი და ზიზილები (1963) - მსახიობი (მარტა ფუნკი)

რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (1965) - მსახიობი (თავადის ქალი)

შეხვედრა წარსულთან (1966) - მსახიობი (პელაგია)

არ იდარდო! (1968) - მსახიობი (კოკას დედა)

დედის წერილი (1968) - მსახიობი (დედა)

დიდოსტატის მარჯვენა (1970) - მსახიობი (არსაკიძის დედა)

ჩერმენი (1970) - მსახიობი (ჩერმენის დედა)

გოია, ანუ შემეცნების რთული გზა (1971) - მსახიობი (გოიას დედა)

ბებერი მეზურნეები (1973) - მსახიობი (ბაბალე)

დები წყვდიადში (1981) - მსახიობი (მარია ჟოზეფა)

ამბავი სურამის ციხისა (1984) - მსახიობი (მკითხავი)

ოჯახი (1985) - მსახიობი (რუსუდანი)

მონანიება (1986) - მსახიობი

 

 

 საბა მეტრეველი. ვერიკო ანაჯაფარიძის ფენომენი - გაზეთი "პრემიერი".  12.10.2014