ქეთევან კიკნაძე

მსახიობი

    

დ. 10.05.1939, ბორჯომი - გ. 9.07.2024, თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები 

    საქართველოს დამსახურებული არტისტი (1987) 

    საქართველოს სახალხო არტისტი (1990)

   შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მრავალსერიან სატელევიზიო ფილმში "წიგნი ფიცისა" ქეთევან დედოფლის როლის შესრულებისთვის (1987) 

   ღირსების ორდენი ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის (1999)

    ჯეიმს თაუნის (აშშ) საპატიო მოქალაქე (1991)

    ბორჯომის საპატიო მოქალაქე (2005)

    კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1967-1970 წლებში იყო რუსთავის თეატრის დასში, სხვადასხვა დროს გამოდიოდა რუსთაველის თეატრში, ხოლო 1977 წლიდან კვლავ მარჯანიშვილის თეატრში განაგრძო საქმიანობა.

მსახიობს მონაწილეობა აქვს მიღებული 100-ზე მეტ სპექტაკლში, მათ შორის აღსანიშნავია: ხატია („მე ვხედავ მზეს“), მაკა („ბუდე მეცხრე სართულზე“), ოგიუსტინა („რვა მოსიყვარულე ქალი“), ბეტი („ჩარლის დეიდა“)   ამავე წლიდან 1967 წლამდე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია, ხოლო 1967-1977 წლებში რუსთავის თეატრში მოღვაწეობდა. 

ავტორია:

ჩემი ცხოვრების თანამგზავრი: გიგა ლორთქიფანიძე (ავტორი). - თბილისი, 2018. 240გვ.

ჩემი ცხოვრების ფურცლები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2011.  108გვ.

ღამის ფრინველი. ლექსები (ავტორი). - თბილისი, ეროვნული მწერლობა, 2010. 240გვ.

ჩემი სამყარო. ლექსები (ავტორი). - თბილისი, ეროვნული მწერლობა, 2009. 176გვ.

 

ფილმოგრაფია

შეხვედრა წარსულთან (1966) - მსახიობი (მარიამი)

ტარიელ გოლუა (1968) - მსახიობი (თინა)

ზოია რუხაძე (1971) - მსახიობი (ცირკის მოცეკვავე)

დათა თუთაშხია (1978) - მსახიობი (ბეჩუნი პერტია)

წინაპართა მიწა (1979) - მსახიობი (ნინო)

წიგნი ფიცისა (1983) -- მსახიობი (ქეთევან დედოფალი)

ერთ პატარა ქალაქში (1985) - მსახიობი (მერი, არჩილის მეუღლე)

თეთრი ბაირაღები (1990) - მსახიობი (დედა)

პრემიერა (1991) - მსახიობი (მარგო)

მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად (1992) - მსახიობი (საბასის ცოლი)

დღე ტკივილისა და სიხარულისა (დოკ. 1995) - მსახიობი

ითელი მაფია (mafia rouge, საფრანგეთი, სატელევიზიო, 1996) - მსახიობი (ეპიზოდი)  

ყავა და ლუდი (ტელესერიალი, 2003) - მსახიობი  (გულჩინა)

ღმერთო, რისი გულისთვის! (2003) - მსახიობი

ხელოვნური სუნთქვა (ტელესერიალი, 4 სერია, 2016) - მსახიობი