ლადო (ვლადიმერ) სულაქველიძე
ანიმატორი, მხატვარი, რეჟისორი
დ. 13.08.1957 - გ. 19.09.2024
1976 წელს დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ქანდაკების ფაკულტეტი.
1981 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი ანიმაციური კინოს რეჟისორის სპეციალობით (გელა კანდელაკისა და თამაზ გომელაურის სახელოსნო).
მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მულტგაერთიანებაში.
1994 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა ტელეარხზე რეჟისორად. 2007 წელს ისევ ანახლებს მუშაობას ანიმაციაში.
1991 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში.
ფილმოგრაფია
პორტრეტი (ანიმაცია, 1981) - რეჟისორი
მიწა თავისას მოითხოვს (ანიმაცია, 1983) - რეჟისორი
დიდი ტალღა და პატარა ტალღა (ანიმაცია, 1986) - რეჟისორი
მეფე და ჩიტი (ანიმაცია, 1985) - რეჟისორი
ოჩოკოჩი (1986) - რეჟისორი
მოდის (1988) - რეჟისორი
დიდი დათვის ჯაჭვის პერანგი (1990) - რეჟისორი
რუსთაველის პროსპექტი (დოკ. 1990) - რეჟისორი
მთაწმინდა (დოკ. 1993) - რეჟისორი
თბილისური აბანოები (დოკ. 1994) - რეჟისორი
26 მაისი (1994) - რეჟისორი
ციკლი "ჩვენი ქვეყანა" (დოკ. 2001-2002) - რეჟისორი
გერმანული სათვისტომო (დოკ. 2002) - რეჟისორი
ლეგენდა ღვინოზე (ანიმაცია, 2007) - სცენარისტი, რეჟისორი
როგორ გაჩნდა მთვარე (ანიმაცია, 2007) - რეჟისორი
ჩიტბატონა (ანიმაცია, 2007) - რეჟისორი
რატომ არის ზღვა მარილიანი (ანიმაცია, 2008) - რეჟისორი
ფრანი (ანიმაცია, 2018) - რეჟისორი