გიული ჭოხონელიძე

მსახიობი, რეჟისორი 

        

დ. 10.04.1929, ქ. თბილისი. - გ. 24.12.2008

საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961)

 საქართველოს სახალხო არტისტი (1983)

1999 წელს დაჯილდოვდა  ღირსების ორდენით

ქართული კინოხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1953 წელს -  მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ვგიკ-ის) სამსახიობო ფაკულტეტი (სერგეი გერასიმოვის სახელოსნო). მუშაობდა მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრში მსახიობად. ამავე დროს, მას იღებენ როგორც ქართულ, ისე საბჭოთა კავშირის სხვა სტუდიების ფილმებში. მისი სარეჟისორო დებიუტია "ქოჩორა" (1967).

 

ფილმოგრაფია

ანდრიეში (კიევის კინოსტუდია, 1954) - მსახიობი (ეპიზოდი)

მოგზაურობა ახალგაზრდობაში («Путешествие в молодость», კიევის კინოსტუდია, 1956) - მსახიობი

საგანგებო სიტუაცია (Чрезвычайное происшествие, გორკის სახ. კინოსტუდია, კიევის კინოსტუდია, 1958) - მსახიობი (ვასილი ერგერი)

ფატიმა (1958) - მსახიობი (იბრაჰიმი)

დღე უკანასკნელი, დღე პირველი (1959) - მსახიობი (ქურდი)

განთიადი (1960) - მსახიობი (გიორგი)

დილა (Утро, Səhər, "აზერბაიჯანფილმი", 1960) - მსახიობი (ბაირამი)

თავადის ქალი მაია (ალმანახი "ერთი ცის ქვეშ", 1961) - მსახიობი (ამბაკო) 

შემთხვევა გზაში (მოკლემეტრაჟიანი, 1961) - მსახიობი (ისმაილი)

ჩვენი ქუჩა (Bizim küça, "აზერბაიჯანფილმი",1961) - მსახიობი (ფუადი)

ცხოვრობდა ერთი მოხუცი თავის ბებრუხანასთან ერთად (Жили-были старик со старухой, "მოსფილმი", 1964) - მსახიობი (ინჟინერი)

უყაიმო თამაში (1966) - მსახიობი (მაიორი)

შეხვედრა წარსულთან (1966) - მსახიობი (გოგია)

ომი და მშვიდობა (Война и мир, "მოსფილმი", 1965-1967) - მსახიობი (პეტრე ბაგრატიონი)

ქოჩორა (1967) - რეჟისორი, მსახიობი (სევასტი)

მოულოდნელი ჩვენს გვერდითაა (Неожиданное рядом, 1971) - მსახიობი (გიორგი სანაძე)

ღამის ვიზიტი (1974) - მსახიობი (ვახტანგ ავალიანი)

მოიფიქრე, გილოცავ! (Додумался, поздравляю! "მოსფილმი", 1976) - მსახიობი (პოლკოვნიკი სუხიაშვილი)

ღამე ჩილის თავზე (Ночь над Чили, "მოსფილმი", 1977) - მსახიობი (ხუან გონსალესი)

წინაპართა მიწა (1979) - რეჟისორი, მსახიობი (ბეთქილი)

ბაგრატიონი (1985) - სცენარისტი (ვასილი სოლოვიოვთან ერთად), რეჟისორი (გუგული მგელაძესთან ერთად), მსახიობი (ბაგრატიონი)

სპირალი (1990) - რეჟისორი, მსახიობი (ზურაბ თორაძე)

ანთიმოზ ივერიელი (2001) - რეჟისორი, მსახიობი (ანთიმოზ ივერიელი)