ლია ელიავა
მსახიობი
დ. 28.05.1934, თბილისი ― გ. 8.10. 1998, თბილისი)
საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1960)
საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976)
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ანატოლი ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს.
ამავე წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობია.
მეუღლე - მსახიობი ოთარ კობერიძე
დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ფილმოგრაფია
ბაში-აჩუკი (1956) - მსახიობი (მზისა და მთვარისა)
ჩრდილი გზაზე (1956) - მსახიობი (ნინო)
ქალის ტვირთი (1957) - მსახიობი (ქეთევან ახატნელი)
მამლუქი (1958) - მსახიობი (ზეინაბი)
განაჩენი (1959) - მსახიობი (ნანი)
შეწყვეტილი სიმღერა (1960) - მსახიობი (ელიკო)
ჭიაკოკონა (1961) - მსახიობი (ირმა)
ზღვის შვილები (1964) - მსახიობი (ლეილა)
მე ვხედავ მზეს (1965) - მსახიობი (ქეთო)
მალე გაზაფხული მოვა (1967) - მსახიობი (ნატო)
ქალაქი ადრე იღვიძებს (1967) - მსახიობი (მელიტა)
ბზიანეთი (1968) - მსახიობი
ძმები საროიანები ("არმენფილმი", 1969) - მსახიობი (ტაგუი, მხატვარი)
ზღვის მგელი (ალმანახი "თეთრი ქვები", 1972) - მსახიობი (მარიამი)
ლაზარეს თავგადასავალი (1973) - მსახიობი (დედინაცვალი)
მე და ჩემი მეზობლები (1973) - მსახიობი
ღამის ვიზიტი (1974) - მსახიობი (გამომძიებელი დვალი)
არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ (1975) - მსახიობი (მხატვარი)
გაქცევა გათენებისას (1975) - მსახიობი (კოწია ერისთავის მეუღლე)
სალამურის ხმა (Tütək səsi, "აზერბაიჯანფილმი", 1975) - მსახიობი (საიალი)
იყო და არა იყო რა (1976) - მსახიობი (ირმისა)
სინემა (1977) - მსახიობი (ელენე)
დათა თუთაშხია (1978) - მსახიობი (თიკო ორბელიანი)
იცოცხლე, გენაცვალე! (1981) - მსახიობი (მერი)
მოხუცი მემანქანე (1981) - მსახიობი
სიბრძნის კარავი (1982) - მსახიობი (ჯამბაზი)
ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი (1983) - მსახიობი
წიგნი ფიცისა (1983) (დედოფალი თინათინი) - მსახიობი
ჩიორა (1984) - მსახიობი (ნიკას დედა)
ვინ არის მეოთხე? (1985) - მსახიობი (თემურის დედა)
ბაგრატიონი (1985) - მსახიობი (თავადის ქალი)
ოჯახი (1985) - მსახიობი (გურანდა)
ორომტრიალი (1986) - მსახიობი (რუსუდანი)
როგორ არის საქმეები? ( Как дома, как дела? გორკის სახ.კ/ს, 1987) - მსახიობი (მარი, მეზობელი)
სპირალი (1990) - მსახიობი (ანა გიორგაძე)
მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად (1992) - მსახიობი(პოლკოვნიკის ცოლი)
ანთიმოზ ივერიელი (2001) - მსახიობი (მონაზონი)