ეროსი მანჯგალაძე

მსახიობი

    

დ.3.03.1925,  ღანირი, სამტრედიის რაიონი) - გ. 26.01.1982, თბილისი.დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი

 საქართველოს სახალხო არტისტი (1961)

 შრომის წითელი დროშის ორდენი 

1947 წელს  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (დიმიტრი ალექსიძის კლასი).

1947 წლიდან მუშაობდა ცხინვალის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის თეატრში, ხოლო 1948 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; 1980-1981 წლებში ერთდროულად მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" კინომსახიობთა თეატრის  დირექტორად და მსახიობად.

თეატრის სცენაზე განსახიერებული  მნიშვნელოვანი როლები:  ზიმზიმოვი (გ. სუნდუკიანის "პეპო"), ლოპესი (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ყვარყვარე (პოლიკარპე კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), გვადი (ლეო ქიაჩელის "გვადი ბიგვა"), ოიდიპოსი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), აპრაკუნე (იონა ვაკელის "საქმიანი კაცი"), დათვი (გუგა ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა”), თავადი ვანო (ავქსენტი ცაგარელის "ხანუმა"), აზდაკი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე") და სხვა.  

დიდი ღვაწლი მიუძღვის ტელე და რადიოთეატრის   განვითარებაში. სატელევიზიო თეატრში შესრულებული აქვს როლები:  

შალვა კეჟერაძე - გურამ დოჩანაშვილის „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“ რეჟ. ზურაბ კანდელაკი;  

ვასიკო კეჟერაძე - გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ რეჟ. ზურაბ კანდელაკი 

შალიკო - რეზო ჭეიშვილის „შალიკო ხვინგიაძის თავგადასავალი“. რეჟ. გიორგი კახაბრიშვილი;

გვადი - ლეო ქიაჩელის „გვადი ბიგვა“ რეჟ. გიორგი კახაბრიშვილი; 

ვაჭარი - გიორგი ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი“ რეჟ. გიორგი კახაბრიშვილი;

პროფესორი კორინთელი - კონსტანტინე გამსახურდიას „ვაზის ყვავილობა“ რეჟ. გიორგი კახაბრიშვილი;  

მსახიობი საბა ტაბიძე - .„საბა ტაბიძის ორშაბათები“ რეჟ. გიორგი კახაბრიშვილი 

ქალაქის მთავარი პროკურორი - .ალექსანდრე ჩხაიძის „ხიდი" რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი და გიორგი კახაბრიშვილი

 

უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა როგორც სპორტული კომენტატორი. 

თეატრალური საზოგადოების მიერ დაწესებულია მისი სახელობის პრემია.

 

ფილმოგრაფია

წარსული ზაფხული (თეთრი სასტუმრო, 1959) - მსახიობი (ალექსანდრე)

ჭიაკოკონა (1961) - მსახიობი (ხოსრო)

თოჯინები იცინიან (1963) - მსახიობი  (სევერიანი)

ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი (1965) - მსახიობი  (დათიკო)

ლონდრე (1966) - მსახიობი (მღვდელი)

შეხვედრა წარსულთან (1966) - მსახიობი (ვარდენი)

ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება (1967) - მსახიობი 

ჩემი მეგობარი ნოდარი (1967) - მსახიობი (სავლე)

დიდედები და შვილიშვილები (1969) - მსახიობი (კბილის ექიმი)

ქვევრი (1970) - მსახიობი (სამჭკუაშვილი, მილიციის უფროსი)

სამკაული სატრფოსათვის (1971) - მსახიობი (დულდურუმი)

მთვარის მოტაცება (1972-1973) - მსახიობი (გვანჯ აფაქიძე)

ვერის უბნის მელოდიები (1973) - მსახიობი  (გეურქოვი)

მე და ჩემი მეზობლები (1973) - მსახიობი 

ღამის ვიზიტი (1974) - მსახიობი  (სამძებრო განყოფილების უფროსი) - მსახიობი 

კიბე (1975) - მსახიობი 

ბავშვები (1976) - მსახიობი 

გასეირნება თბილისში (1976) - მსახიობი 

ნატვრის ხე (1976) - მსახიობი  (ბუნბულა) 

ქალაქი ანარა (1976) - მსახიობი 

კოჯრის ტყის სიზმრები (ანიმაციური, 1978) - ხმა  (თავადი ფანტიევ-ნახიჩევანსკი-ალპიისკი)  

ყვარყვარე (1978) - მსახიობი  (კაკუტა)

თბილისი-პარიზი-თბილისი (1980) -  მსახიობი (გენერალი დურმიშხანი)

კინოში ასევე გახმოვანებული აქვს მრავალი როლი, მათ შორის, იყო ვასილ ჩხაიძის უცვლელი გამხმოვანებელი, როგორც ქართულ, ისე  - რუსულ ენებზე). 

ამბობენ:

  რეზო შატაკიშვილი. ეროსი მანჯგალაძისა და ელენე ყიფშიძის სიყვარულის ამბავი. რუბრიკაში  „ქართული სიყვარულის ანთოლოგია“ -  გაზეთი „ქრონიკა+“, 2014 წ.