მედეა ჯაფარიძე
მსახიობი
დ. 20. 03. 1923, თბილისი - გ. 31.03. 1994, თბილისი
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
მეუღლე - მწერალი, სცენარისტი, რეჟისორი, საზოგადო მოღვაწე რევაზ თაბუკაშვილი; შვილი - მწერალი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი
საქართველოს სახალხო არტისტი (1960)
სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1951, ფილმში "ჯურღაის ფარი" დედოფლისა და ეთერის როლების შესრულებისათვის)
წლის საუკეთესო მსახიობი ქალი, ფილმში "მზე შემოდგომისა" ეკას როლის შესრულებისათვის (1976 )
თბილისის საპატიო მოქალაქე (1988)
1939 წელს დაამთავრა თბილისის მე-8 საშუალო სკოლა. ორი წელი მუშაობდა ნაძალადევის კულტურის სახლთან არსებულ ხალხური შემოქმედების თეატრში.
სამსახიობო ოსტატობის კურსი გაიარა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ გიორგი ტოვსტონოგოვის სტუდიასა და მოსკოვის სამხატვრო თეატრთან არსებულ ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის სტუდიაში; რეჟისორმა ი. ზავადსკიმ მიიწვია "მოსსოვეტის" თეატრში, სადაც რუსულ ენაზე შეასრულა კლეოპატრას როლი ბერნარდ შოუს პიესაში "კეისარი და კლეოპატრა".
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი; კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შექმნილი სახეებიდან აღსანიშნავია: ნინა (მიხაილ ლერმონტოვის "მასკარადი"), ჯულიეტა, ბეატრიჩე, ლედი ანა (უილიამ შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "ჭირვეული ცოლის მორჯულება", "რიჩარდ III"), ჭრიჭინა (მარიკა ბარათაშვილის "მარინე"), გულსუნდა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), მარტა (კასონას "ხეები ზეზეულად ხმებიან"), ვარვარა კარპოვნა (კიტა ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), გულქანი (პოლიკარპე კაკაბაძის "კახაბერის ხმალი"), იოკასტე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), დედა (ლაშა თაბუკაშვილის "ძველი ვალსი") და სხვა;
ფილმოგრაფია
კოლხეთის ჩირაღდნები (1940) - მსახიობი (ძაბული)
ქალიშვილი გაღმიდან (1940) - მსახიობი (ნაზიმე)
ხიდი (1942) - მსახიობი (მანანა)
გიორგი სააკაძე (1942-1943) - მსახიობი (თინათინი, ლუარსაბის და)
ჯურღაის ფარი (1944) - მსახიობი (დედოფალი, ეთერი)
აკაკის აკვანი (1947) - მსახიობი (ანა, აკაკის და)
ქეთო და კოტე (1948, საკავშირო 1953) - მსახიობი (ქეთო)
მწვერვალთა დამპყრობნი (1952) - მსახიობი (ელენე)
ეთერის სიმღერა (1956) - მსახიობი (ნატო)
წარსული ზაფხული (თეთრი სასტუმრო, 1959) - მსახიობი (ელიკო)
საიათ-ნოვა (ბროწეულის ფერი, 1968) - მსახიობი (პოეტის დედა)
იყო შაშვი მგალობელი (1970) - მსახიობი
მზე შემოდგომისა (1973) - მსახიობი (ეკა)
ესკულაპეს მოწაფე (1977) - მსახიობი
ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი (1983) - მსახიობი
სანამ წვიმა გადივლიდეს (1984) - მსახიობი (სალომე)
გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი (1984) - მსახიობი (ტასიკო, ხმა)
ვამეხი მოდის (1987) - მსახიობი (დედა ეფემია)
ამბობენ:
მედეა ჯაფარიძე სინამდვილეში გვარად მაჭავარიანი იყო, ჯაფარიძე კი მისი დედის გვარია. მიზეზი, რის გამოც მსახიობმა დედის გვარზე გადასვლა ამჯობინა, მამის ვალერიან მაჭავარიანის მენშევიკობა გახლდათ.მედეა ჯაფარიძის მამა უცხოეთში იყო ემიგრირებული, საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, მსახიობი იძულებული გახდა ხიფათი თავიდან აეცილებინა და იგი დედის გვარზე ოფიციალურად გადავიდა. თუმცა თავად მსახიობი ყველგან აღნიშნავდა, რომ დედის გვარზე – ჯაფარიძეზე – მშობლის უსაზღვრო სიყვარულის გამო გადავიდა. სიმართლე კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა ცნობილი. ამის შესახებ მედეა ჯაფარიძის შვილს ლაშა თაბუკაშვილსაც კი უსაუბრია. - artinfo.ge