ვიქტორ ანდრიევსკი

ოპერატორი

დ. 19.02.1943 - 30.10. 1999

1974 წელს დაამთავრა მოსკოვის  კინემატოგრაფიის  საკავშირო ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი.

1960 წლიდან მუშაობდა "ქართული ფილმში" ფოტოგრაფად, ოპერატორის ასისტენტად, მეორე ოპერატორად, სპეცეფექტების ოსტატად.  80-იანი წლებიდან დამდგმელი ოპერატორია.

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტზე.

 

 ფილმოგრაფია

ბეღურების გადაფრენა (1980) - ოპერატორი

ძმა (1981) - ოპერატორი

სევდიანი საყვირი (1982) - ოპერატორი

ზოგი ჭირი მარგებელია (1984) - ოპერატორი (ედვარდ გრიგორიანთან ერთად)

სუვენირი (1986) - ოპერატორი

თამაში (1990) - ოპერატორი  (ოლეგ ბაშნინთან ერთად)

უძინართა მზე (1992) - ოპერატორი (ნუგზარ ნოზაძესთან ერთად)