მზია არაბული

 მსახიობი

დ.15.06.1954   

1975 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო) 

დაარსების დღიდან არის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი.  თეატრალური როლებიდან აღსანიშნავია: შუშანიკი („შუშანიკის წამება“), მზეხა („წუთისოფელი ასეა“), ზენათი („ბაკულას ღორები“), ბერნარდა („ბერნარდა ალბას სახლი“), მარიამ მაგდალინელი („სერობა“), მთხრობელი („ნაციონალური ჰიმნი“), იპოლიტა („ზაფხულის ღამის სიზმარი“), მოყმის დედა („ბალადა ვეფხისა და მოყმისა“), ლალი სამკვირაშვილი („მწვანე ბარათი“).  დადგა მონოსპექტაკლები „რამ შემქმნა ადამიანად“ და „ყველაფერი ნამდვილად იყო“.

ფილმოგრაფია: 

დაუვიწყარი დღე (სატელევიზიო, 1977) - მსახიობი (დედა)

ესკულაპეს მოწაფე (1977) - მსახიობი

მგლის ლეკვები (1978) - მსახიობი

წინაპართა მიწა (1979) - მსახიობი  (დარჯი)

ზღაპარი (1980) - მსახიობი

მოხუცი მემანქანე (1981) - მსახიობი

სიბრძნის კარავი (1982) - მსახიობი

ადამიანთა სევდა (1984) - მსახიობი

ამბავი სურამის ციხისა (1984) - მსახიობი

ზოგი ჭირი მარგებელია (1984) - მსახიობი (მარგალიტა)  

ვამეხი მოდის (1987) - მსახიობი (გლეხის ქალი)

ხარება და გოგია (1987) - მსახიობი (ეთერი, გოგიას საყვარელი)

ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (1989) - მსახიობი

ლოლიტა (1991) - მსახიობი (ლოლიტა)

თვე, როგორც ერთი დღე (2016) - მსახიობი

თევზაობა (2017) - მსახიობი

მან თქვა "დედა" (საქართველო/რუსეთი, 2017) - მსახიობი 

გადასვლა (2024) - მსახიობი (ლია)