სიკო (სიმონ) დოლიძე

 რეჟისორი

დ. 8.02.1903, ოზურგეთი - 17. 06.1983, თბილისი, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში

საქართველოს სახალხო არტისტი (1965)

დაჯილდოებული იყო ლენინის, ოქტომბრის რევოლუციის, ორი შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის ორდენებით და მედლებით.  

საქართველოს რესპუბლიკის IV-VII და IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 

სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (დ. რონდელთან ერთად, 1950, მხატვრული ფილმისათვის "ჯურღაის ფარი")
 

1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1920-იან წლებში თანამშრომლობდა "მემარცხენე ფრონტის" მწერალთა დაჯგუფებასთან, მონაწილეობდა ჟურნალ "H2SO4" დაფუძნებაში.

1925 წლიდან დაიწყო მუშაობა "სახკინმრეწვში",  თავდაპირველად - ადმინისტრატორად, რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ - მხატვრული და დოკუმენტური ფილმების დამდგმელ რეჟისორად; 

1928 წელს  დააარსა და სატავეში ჩაუდგა  კინოქრონიკის განყოფილებას.

1957-1976 წლებში იყო საქართველოს სსრ კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე. 

მისი მეუღლე (მეორე) იყო მსახიობი  მეგი წულუკიძე. პირველი მეუღლესთან, რომელიც სიმსივნით გარდაიცვალა  ჰყავს ქალიშვილი, რეჟისორი ქეთი დოლიძე.

 

ფილმოგრაფია

იწის ძახილი (დოკ.1929) - რეჟისორი, სცენარის  ავტორი

ოქტომბრის მე-12 წელი  (დოკ.1929) - რეჟისორი, სცენარის  ავტორი

საბჭოთა ცეილონი  (დოკ.1930)  - რეჟისორი

ჩემი ბებია (1929) -  სცენარის თანაავტორი (გიორგი მდივანთან და  კოტე მიქაბერიძესთან ერთად)

საკანი N79 (1930) -  სცენარის თანაავტორი (შალვა ალხაზიშვილთან ერთად)

ზვავთა მხარეში (1931) - რეჟისორი, სცენარის  ავტორი

ფშავეთი (დოკ. 1932)  - რეჟისორი

უკანასკნელი ჯვაროსნები (1934) - რეჟისორი, სცენარის  ავტორი

დარიკო (1936) - რეჟისორი, სცენარის  ავტორი (ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების მიხედვით)

მეგობრობა (1940) - რეჟისორი, სცენარის თანაავტორი (კონსტანტინე ლორთქიფანიძესთან ერთად)

ჯურღაის ფარი (1944)  - რეჟისორი დავით რონდელთან ერთად), სცენარის თანაავტორი (გიორგი ლეონიძესა და დავით რონდელთან ერთად)

სახელოვანი გზა (დოკ. 1946) - რეჟისორი

საბჭოთა საქართველო (1951) - რეჟისორი (რომან კარმენთან ერთად), სცენარის თანაავტორი (რომან კარმენთან ერთად)

ჭრიჭინა (1954)  - რეჟისორი (ლევან ხოტივართან ერთად)

ეთერის სიმღერა (1956)  - რეჟისორი, სცენარის  ავტორი

ჩხიკვთა ქორწილი (ანიმაცია, 1957) -  სცენარის  ავტორი (ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხ.)

ფატიმა (1958)  - რეჟისორი, სცენარის  ავტორი (კოსტა ხეთაგუროვის პოემის მიხ.)

დღე უკანასკნელი, დღე პირველი (1959) - რეჟისორი, სცენარის თანაავტორი (ევგენი აგრანოვიჩთან ერთად)

პალიასტომი (1963)  - რეჟისორი, სცენარის  ავტორი (ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხ.)

სათაგური (ანიმაცია), 1965) -  სცენარის  ავტორი

შეხვედრა წარსულთან (1966)  - რეჟისორი, სცენარის  ავტორი

ქალაქი ადრე იღვიძებს (1967) - რეჟისორი, სცენარის თანაავტორი (რეზო ებრალიძესთან ერთად)

სემირამიდას ბაღები (1970) - რეჟისორი, სცენარის  ავტორი

გაქცევა გათენებისას (1975) - რეჟისორი, სცენარის თანაავტორი (რეზო ებრალიძესთან ერთად)

ბულბულის იუბილე (ანიმაცია, 1978)  -  სცენარის  ავტორი

კაცია ადამიანი?! (1979) - რეჟისორი (ქეთი დოლიძესთან ერთად), სცენარის თანაავტორი (ზაირა არსენიშვილთან ერთად)

კუკარაჩა (1982) - რეჟისორი (ქეთი დოლიძესთან ერთად), სცენარის თანაავტორი (ქეთი დოლიძესთან ერთად)

 

იხ.

სიკო დოლიძე. მოგონებები.  - თბილისი, ხელოვნება, 1984. 

ეკა პატარაია. რომელი მწერლის სიკვდილმა დააკარგვინა გონება სიკო დოლიძეს ბერიას კაბინეტში - ჟ." თბილისელები". №51.   22.12, 2020 წელი