ნიკოლოზ სანიშვილი

რეჟისორი

                        გადაღებებზე. "გაზაფხული საკენში"

 

დ. 7.01.1903 - 26.10.1995

საქართველოს სახალხო არტისტი (1964)

დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით (1966).

1995 წელს დაჯილდოვდა შავი ზღვის ქვეყნების სკფ „ოქროს არწივის“ სპეციალური პრიზით კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის.

1921 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, 1923 წელს მელიტონ ბალანჩივაძია სამუსიკო სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი).

თამაშობდა საქართველოს ფეხბურთის ნაკრებში.

სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე, მაგრამ მალევე გადავიდა საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ კინოსამსახიობო სკოლაში, რომელიც 1924 წელს დაამთავრა.

როგორც მსახიობი მონაწილეობდა თავისი პედაგოგის, ვლადიმერ ბარსკის ფილმებში, ასევე „ვოსტოკკინოს“, გოსკინოს“, „მეჟრაბპომფილმის“ და სხვა სტუდიების ფილმებში.

მუშაობდა ბაქოს დოკუმენტური ფილმების სტუდიაში, სადაც შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი დოკუმენტური ფილმით „ნავთობის ხუთწლედის ბოლშევიკები“ (1931). 

1936 -1940 წლებში „მოსფილმის“ რეჟისორია, მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად ვსევოლოდ პუდოვკინთან და მიხეილ ჭიაურელთან, ფილმებზე „მინინი და პოჟარსკი“ (1939), „სუვოროვი“ (1940), „გიორგი სააკაძე“ (1942, მეორე რეჟისორი)

1940 წლიდან მუშაობს თბილისის კინოსტუდიაში (1953 წლიდან „კინოსტუდია „ქართული ფილმი“)

მეუღლე - გალინა კრავჩენკო (1939) - მუნჯი კინოს ვარსკვლავი, რსფსრ დამსახურებული არტისტი    შვილი - კარინა  შმარინოვა   მსახიობი

 

ფილმოგრაფია

დაჰკრა ჟამმა („ათასის ფასად“, 1923) - მსახიობი (შალვა)

შუქურას საიდუმლოება (1924) - მსახიობი (ახალგაზრდა მეთევზე)

აბრაგი ზაური (1925) - მსახიობი (მურთაზი)

წარსულის საშინელებანი (1925) - მსახიობი (რევოლუციონერი)

ზელიმ-ხანი (1928) -  მსახიობი (აიუბ თამაევი)

მთის კანონი (1927) – მსახიობი (დოლგათი, ისმაილის მეგობარი)

მიწას სწყურია (Земля жаждет, 1930, „ვოსტოკკინო“) - მსახიობი (ნიკო, მშენებელი კომკავშირელი)

ანუში (1930, „არმენფილმი“ - მსახიობი

ნავთობის ხუთწლედის ბოლშევიკები (1931) - რეჟისორი

უდაბნო (1932) - რეჟისორი, სცენარისტი (სამსონ სულაკაურთან ერთად)

გამარჯვება (Победа, 1938, „მოსფილმი“) - მსახიობი (გუდიაშვილი)

მეგობრები კვლავ ხვდებიან (Друзья встречаются вновь, 1939, სტალინაბადის კინოსტუდია) - მსახიობი (ატაევი)

დავით გურამიშვილი (1946) - რეჟისორი  (იოსებ თუმანიშვილთან ერთად), სცენარისტი  (სიმონ ჩიქოვანთან, ვლადიმირ ორლოვთან, იოსებ თუმანიშვილთან ერთად)

ბედნიერი შეხვედრა (1949) - რეჟისორი

გაზაფხული საკენში (1950) - რეჟისორი, სცენარის ავტორი

ისინი ჩამოვიდნენ მთიდან (1954) - რეჟისორი, სცენარისტი  (აკაკი ბელიაშვილთან და მ.ბოლშინცოვთან ერთად) 

აბეზარა (1956) - რეჟისორი 

ქალის ტვირთი (1957) - რეჟისორი, სცენარისტი

შეწყვეტილი სიმღერა (1960) - რეჟისორი, სცენარისტი (კონსტანტინე ლორთქიფანიძესა და ალბერტ მარენჩინთან ერთად)

თოჯინები იცინიან (1963) - რეჟისორი

ხევისბერი გოჩა (1964) - რეჟისორი, სცენარისტი (არჩილ სულაკაურთან ერთად) 

შეხვედრა მთაში (1966) - რეჟისორი, სცენარისტი (პეტრე გრუზინსკისთან ერთად)

განგაში (1968) - რეჟისორი, სცენარისტი  (არჩილ სულაკაურთან,   ანზორ სალუქვაძესთან, რევაზ ინანიშვილთან ერთად)

ჩერმენი (1970) - რეჟისორი, სცენარისტი  (გიორგი პლიევთან, ალექსანდრ მიშარინთან ერთად)

დაისი (1971) - რეჟისორი, სცენარისტი  (ჯანსუღ ჩარკვიანთან ერთად)

ჩარი-რამა (1972) - რეჟისორი, სცენარისტი  

ღამის ვიზიტი (1974) - რეჟისორი

ჩიტის რძე (1975) - რეჟისორი

სიცოცხლე ერმილეს (ალმანახიდან "სიცოცხლის ფასი", 1977) - რეჟისორი

სახლი ლესნაიაზე (1977) - რეჟისორი

მევლუდი (1985) - რეჟისორი, სცენარისტი (ნუგზარ შატაიძესთან ერთად)