ნიკო (ნიკოლოზ) წულაძე
რეჟისორი
დ. 12.06.1958, თბილისი - გ. 7.04.2011
1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და პარალელურად, ხელოვნების ფაკულტეტები; 1984 წელს. - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოფაკულტეტი რეჟისურის სპეციალობით (ოთარ იოსელიანის სახელოსნო)
1995-2000 წლებში მონაწილეობდა გერმანიაში და საფრანგეთში "ნიპკოვის" და "ეურომაჟის" პროექტებში;
2002-2004 წლებში მონაწილეობდა ევროსაბჭოს და შვეიცარიის შემოქმედებითი განვითარების ფონდის "ავანტის" პროგრამაში;
1992-1995 წლებში იყო ხელოვნების ინსტიტუტის კინოსარეჟისორო სახელოსნოს ხელმძღვანელი;
1992-2011 წლებში ხელმძღვანელობდა მისივე დაარსებულ ექსპერიმენტულ სტუდია "მარიხს";
2002 წლიდან იყო ევროპის თავისუფალ ხელოვანთა ასოციაცია "ალეატორია - XXI"-ის საკორდინაციო საბჭოს წევრი
ფილმოგრაფია
მეტივეები (დოკ., 1979) - რეჟისორი, სცენარისტი
ბანაკი (მოკლემეტრაჟიანი, 1982) - რეჟისორი, სცენარისტი
ზღვარი (დოკ. 1984) - რეჟისორი, სცენარისტი, მონტაჟი
სვანეთის საგანძური (დოკ., 1989) - რეჟისორი
ლიტურგია (დოკ., 1991) - რეჟისორი
პატრიარქი სვანეთში (დოკ. 1992) - რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
ქართული გამბიტი (დოკ., 1993) - რეჟისორი, სცენარისტი (ნანა ალექსანდრიასთან ერთად), პროდიუსერი
ელეგია (დოკ., 1993) - რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
მხიარული ნიღბები (1994) - რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
სათნოებათა კიბე (1997) - რეჟისორი, სცენარისტი
მზიანი ღამის ფერები (დოკ., 2005) - რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
დიასპორა-ხიდი მსოფლიოსთან (დოკ., 2006) - რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
სინანულის სანაპირო (დოკ., 2008) - რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი