ვახტანგ ნინუა
მსახიობი

6.09.1916 - 30.12.1982
საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958)-
საქართველოს სახალხო არტისტი (1967)
მამამისს, დავით ნინუას ბაქოში ორი ნავთობსარეწი და კონიაკის ქარხანა ჰქონდა. მსახიობიც ბაქოში დაიბადა. სწავლობდა ბათუმის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში; 1941 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიის სამსახიობო სკოლა.
მეორე მსოფლიო ომის დროს მუშაობდა 31–ე ქარხანაში ცვლის უფროსად; 1946 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში"; 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს, შეასრულა 70-მდე როლი, მათ შორის აღსანიშნავია: გაიოზ ხავთასი (რევაზ თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), სანდალა (ვიქტორ გაბესკირიას "გაზაფხულის დილა"), ბიჭიკო (მარიკა ბარათაშვილის "მარინე"), ჯემალა (ვალერიან კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ილიკო (ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ჟევაკინი (ნიკოლაი გოგოლის "ქორწინება"), პასტორი (ედუარდო დე ფილიპოს "კომედიის ხელოვნება") და სხვ; აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქართულ ესტრადაზეც.
ოჯახი: პირველი მეუღლე - ნატალია ინაშვილი, შვილები: მარიკა და ნანა; მეორე მეუღლე - მეგი კვერენჩხილაძე (შვილი: ოთარი)
ფილმოგრაფია
სამშობლო (1939) - მსახიობი (ტიტიკო)
კოლხეთის ჩირაღდნები (1940) - მსახიობი (კოსტა)
ქაჯანა (1941) - მსახიობი
ბედნიერი შეხვედრა (1949) - მსახიობი (ხაფიჩია)
გაზაფხული საკენში (1950) - მსახიობი (აგრონომი)
მწვერვალთა დამპყრობნი (1952) - მსახიობი (ლევან ჭრელაშვილი)
ისინი ჩამოვიდნენ მთიდან (1954) - მსახიობი (მძღოლი)
ორი ოკეანის საიდუმლოება (1955-1956) - მსახიობი (პროფესორი არსენ კორთქიფანიძე)
ჩრდილი გზაზე (1956) - მსახიობი (შაქრო)
ოთარაანთ ქვრივი (1957) - მსახიობი (საქმის მწარმოებელი)
განაჩენი (1959) - მსახიობი (ახმახი)
მაია წყნეთელი (1959) - მსახიობი (ჯემალა)
წარსული ზაფხული (თეთრი სასტუმრო, 1959) - მსახიობი
ლევანა (1960) - მსახიობი (ბრიგადირი)
ბურთი და მოედანი (1961) - მსახიობი (გერონტი)
უდიპლომო სასიძო (1961) - მსახიობი (ნიკოლოზი)
პალიასტომი (1963) - მსახიობი (კაცია, მოურავი)
ზღვის შვილები (1964) - მსახიობი (ქარჩავა)
პიერი - მილიციის თანამშრომელი (1965) - მსახიობი (დარაჯი)
რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (1965) - მსახიობი (თავადი ავთანდილი)
შეხვედრა წარსულთან (1966) - მსახიობი (იასონი)
განგაში (1968) - მსახიობი (დურმიშხანი)
ტარიელ გოლუა (1968) - მსახიობი (მანუჩარი)
ღიმილის ბიჭები (1969) - მსახიობი (პარმენი, მასწავლებელი)
სემირამიდას ბაღები (1970) - მსახიობი (ათანასე)
გლადიატორი (1971) - მსახიობი (მომთვინიერებელი)
ჩარი-რამა (1972) - მსახიობი (აბესალომი)
ანარეკლი (1974) - მსახიობი
თვალი პატიოსანი (1976) - მსახიობი
სიცოცხლე ერმილეს (ალმანახი "სიცოცხლის ფასი", 1977) - მსახიობი
ყვარყვარე (1978) - მსახიობი

