გიორგი აბაშიშვილი

რეჟისორი

28.04.1976, თბილისი. 

დაამთავრა  თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტი (საავიაციო ფაკულტეტი, ინჟინრის სპეციალობით, 1993-1996)  

2005 წელს  ჩააბარა  ქალაქ კასელის (გერმანია) უნივერსიტეტის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში, ვიზუალური კომუნიკაციების ფაკულტეტზე, რომელიც 2011 წელს დაამთავრა კინოსა და ტელევიზიის რეჟისურის სპეციალობით.   2012 წელს მას „მასტერშიულერის“ წოდება მიენიჭა.

2013-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში „კინო სკოლაში“ პროგრამის ფარგლებში. 

2015-2016 წლებში მუშაობდა კასელის უნივერსიტეტში სამეცნიერო თანამშრომლის რანგში, 2023-2024 წლებში ეკავა  დოცენტის თანამდებობა გერმანიის ქალაქ კასელის IU Uნივერსიტყ-ში.

ბეჰრუზ კარამიზადესთან და ალექსეი პალუიანთან ერთად დააარსა ჰესენში მოქმედი კინოპროდიუსერული კომპანია LPP –  Living Pictures Production GbR  

დღეს გიორგი აბაშიშვილი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს გერმანიის ქალაქ კასელში.    მუშაობს როგორც დოკუმენტურ, ასევე მხატვრულ კინოში.

 

ფილმოგრაფია

ძროხა (Die Kuh, 2005) - რეჟისორი 

პატარა ოთახი  (a little room, 2008) -   რეჟისორი

მტაცებელი თევზები (Raubfische, 2011) -  რეჟისორი

Just for you  (2012) - რეჟისორი

დაბრუნება (Comeback, 2012) - რეჟისორი

ყველაფერი ადამიანებზე (Alles über Menschen, 2016) - რეჟისორი, სცენარის თანაავტორი