ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი
მსახიობი
დ. 8.02.1888, ქ.ოზურგეთი - გ. 24.06.1969, თბილისი
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში
საქართველოს სახალხო არტისტი (1942)
საქართველოს დამსახურებული არტისტი (1938)
სამგზის შრომის წითელი დროშის ორდენოსანი (1938 - ფილმისთვის "უკანასკნელი მასკარადი", 1950, 1958 - კოტე მარჯანიშვილის სახ. თეატრი)
1911 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბაქოსა (1913–1918) და თბილისში (1918–1920). ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა ქართველ სცენისმოყვარეთა დასის სპექტაკლებში. ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა ქართველ სცენისმოყვარეთა დასის სპექტაკლებში; 1921 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი, ხოლო 1928 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. ამ პერიოდის საუკეთესო როლებია: ყარამანი (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"), დიტო (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი"), კოწია (შ. დადიანის "გუშინდელნი"), მინისტრის მდივანი (ნ. აზიანის "დეზერტირკა") და სხვა. 1925 წლიდან იღებდნენ კინოში. ფართო პოპულარობით სარგებლობდა როგორც ესტრადის მსახიობი.
ფილმოგრაფია
ნათელა (1926) - მსახიობი (ხითი)
ელისო (1928) - მსახიობი (გენერალი)
კომუნარის ჩიბუხი (1929) - მსახიობი (ლეიტენანტი)
ნახვამდის (1934) - მსახიობი (მამასახლისი)
უკანასკნელი მასკარადი (1934) - მსახიობი (მდივანი)
დარიკო (1936) - მსახიობი (მოსე)
დაკარგული სამოთხე (1937) - მსახიობი (არისტო, მაჭანკალი)
ნარინჯის ველი (1937) - მსახიობი (კოსტაია)
დიადი განთიადი (1938) - მსახიობი (სამხედრო ექიმი)
სამშობლო (1939) - მსახიობი (იასონი, კოლმეურნეობის ბუღალტერი)
კოლხეთის ჩირაღდნები (1940) - მსახიობი (მანჩა)
ქალიშვილი ხიდობნიდან (1940) - მსახიობი (ხახული)
გიორგი სააკაძე (1941-1943) - - მსახიობი (ორბელიანი)
ის კიდევ დაბრუნდება (1943) - მსახიობი (ფოსტალიონი)
ჭირვეული მეზობლები (1945) - მსახიობი (ამირანი)
აკაკის აკვანი (1947) - მსახიობი (ანაპოდისტე, მასწავლებელი)
ქეთო და კოტე (1948) - მსახიობი (ბეშქენი)
ბედნიერი შეხვედრა (1949) - მსახიობი (სერაპიონი)
გაზაფხული საკენში (1950) - მსახიობი (ანტონი)
ჭრიჭინა (1954) - მსახიობი (კირილე)
აბეზარა (1956) - მსახიობი (დალაქი ანდრო)
ეთერის სიმღერა (1956) - მსახიობი (კოწია)
ჩხიკვთა ქორწილი (1957) - მსახიობი (ხმა)
მანანა (1958) - მსახიობი (პაპა)
მტრობა (1959) - მსახიობი (ხმა)
პაპა გიგია (1960) - მსახიობი (ილო)
უდიპლომო სასიძო (1961) - მსახიობი
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (1962) - მსახიობი (ილიკო)
თოჯინები იცინიან (1963) - მსახიობი (მოხუცი)
მე ვხედავ მზეს (1965) - მსახიობი (ედემიკა)
პიერი - მილიციის თანამშრომელი (1965) - მსახიობი (მოხუცი)
ჩამავალი მზე (1970) - მსახიობი
