ერლომ ახვლედიანი
კინოდრამატურგი, მწერალი
23.11.1933–19.03.2012
1957 წელს დაამთავრა თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტი, 1964 წელს – მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები.
1959-1960 წლებში მუშაობდა კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოებაში ინსპექტორად, 1967-1968წწ. – საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიაში უფროს რედაქტორად ; იყო „ქართულ ფილმთან“არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი (1971-1972), სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1979-1987). 1982-1987, 1995-1999 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სასცენარო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი.
არის ავტორი წიგნებისა „ზარმაცი თაგუნას ამბავი“, „ვანო და ნიკო“, "კოღო ქალაქში" (ლიტერატურული პრემია "საბა", 2010). მისი ნაწარმოებები თარგმნილია და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ, უნგრულ და არაბულ ენებზე.
არის შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1989)
ფილმოგრაფია
აპრილი (1962) – სცენარის ავტორი
უსახელო უფლისციხელი (1968) – სცენარის ავტორი
ფიროსმანი (1969) – სცენარის ავტორი
საერთო კედელი (1972, ალმანახი "თბილისი და თბილისელები", სატელევიზიო) – სცენარის ავტორი
ივანე კოტორაშვილის ამბავი (1974) – სცენარის ავტორი
ამაღლება (1977) – სცენარის ავტორი
ბათა ქექია (1978) – სცენარის ავტორი
რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1978) – სცენარის ავტორი
არასერიოზული კაცი (1980) – სცენარის ავტორი
გზა შინისაკენ (1981) – სცენარის ავტორი
ძნელი დასაწყისი (1981) – სცენარის ავტორი
ცხელი ზაფხულის სამი დღე (1981) – სცენარის ავტორი, მსახიობი (რამაზი)
ქართლოსანთა საკურთხეველი (1982) – სცენარის ავტორი
თეთრი ღამე (1984) – მსახიობი
ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა (1984) – სცენარის ავტორი
სუვენირი (1986) – მსახიობი
ეი, მაესტრო (1987) – სცენარის ავტორი
კვირადღე (1989) – მსახიობი
დაბრუნება (1990) – მსახიობი
ნოე (1991) – სცენარის ავტორი
ერთაწმინდა (1994) – სცენარის ავტორი
სულელი ბროწეულის ხე (1999) – სცენარის ავტორი
უნიჭო ობობა (2005), ანიმაციური – სცენარის ავტორი