გიორგი ბერიძე
კინოოპერატორი
დ. 18.10.1954, თბილისი - 30.08.2014, კვარიათი (დაიღუპა ტრაგიკულად)
მშობლები: ნუნუ დვალი, პავლე ბაქრაძე. მეუღლე - თამარ მელიქიშვილი (1965). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკ ა-მათემატიკის ფაკულტეტი (1976), აქვე ხელოვნების მეორადი ფაკულტეტის კინოსარეჟისორო განყოფილება (1972-1975), თბილისის თეატრალური კინოფაკულტეტის კინოსაოპერატორო განყოფილება (1986). იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1976-1980), თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრის სცენის მემონტაჟე (1980-1981), კ/ს ”ქართული ფილმში” რეჟისორის თანაშემწე (1981), კინოოპერატორი (1986 წლიდან).
ფილმოგრაფია
სიკეთის ტელეფონი (1986) - ოპერატორი (გიორგი ხაინდრავასთან ერთად)
დახატული წრე (1988) - ოპერატორი
ანემია (1988) - ოპერატორი
კვირადღე (1989) - მსახიობი
პეიტარი (1989) - ოპერატორი
ტურანდოტი (1989) - ოპერატორი
მარტივი პასიანსი (1990) - ოპერატორი
ვალსი პეჩორაზე (1992) - ოპერატორი
ანას დაბადების დღე (1992) - ოპერატორი
ვარდი, ია და ზამბახი (Rose, Violet & Lily , 1992) - ოპერატორი
იავნანა (1994) - ოპერატორი
ატრაქციონი (1994) - ოპერატორი
გილოცავთ ახალ წელს! (1995) - ოპერატორი
შეყვარებული მზარეულის 1001 რეცეპტი (1996) - ოპერატორი
ფიესტა (1996) - ოპერატორი
ატუ-ალაბა (ოტელ ”კალიფორნია”) (1996) - ოპერატორი
სულელი ბროწეულის ხე (A Bolond gránátalmafa , Hung.2000) - ოპერატორი
ძვირფასო მ. (2000) - ოპერატორი
სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში (2000) - ოპერატორი
ხვეული კიბით (2001) - ოპერატორი (გიორგი გერსამიასთან ერთად)
პროფესია - მხატვარი, ეროვნება - თბილისელი (2002) - ოპერატორი, ხმის რეჟისორი
ეტიუდი N 6 (2003) - რეჟისორი და ოპერატორი
პუტინის დედა (2003) - ოპერატორი
მშრალი ხიდის სიზმრები (2003) - ოპერატორი
თედო (2005) - ოპერატორი
საშობაო საჩუქარი (2005) - ოპერატორი
რევერსი (2006) - ოპერატორი
ჩემი თვითმფრინავი (2006) - ოპერატორი
სამი სახლი (2008) - ოპერატორი
აბსურდისტანი (2008) - ოპერატორი
მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი (2008) - ოპერატორი (იგორ კრეპსთან და ლერი მაჩაიძესთან ერთად)
ფელიჩიტა (ბედნიერება) (2009) - ოპერატორი
კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბახში-2) (2009) - ოპერატორი
გალობის რაინდები (დოკ.2010) - ოპერატორი
დარჩი ჩემთან (2011) - ოპერატორი
ნეტავ იქ თეატრი არის? (დოკ. 2011) - ოპერატორი
თბილისო, მე შენ მიყვარხარ! (Tbilisi, I Love You! 2014) - ოპერატორი
იხ. ნანა ჯანელიძე. გიორგი ბერიძე - ჟურნალიFilmprint, N14, ზამთარი, 2015
ნანა თუთბერიძე. ერთი წვეთი - ჟურნალიFilmprint, N14, ზამთარი, 2015