რეზო ესაძე
კინორეჟისორი, მსახიობი
დაიბადა სოფ.შემოქმედში (ოზურგეთის რ-ნი) 1934 წლის 18 თებერვალს - გარდაიცვალა 18.04.2020, თბილისში
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980). საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1982). საქართველოს სახალხო არტისტი (1986). მხატვართა კავშირის წევრი. 1994 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი.
დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (1956). მუშაობდა თსუ ასტროფიზიკის კათედრაზე მეცნიერ-მუშაკად (1956), 23-ე სკოლაში ასტრონომიისა და ფიზიკის პედაგოგად(1963-1975). 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (მიხაილ რომის სახელოსნო). მისი სადიპლომო ნამუშევარია ”ფრო” ანდრეი პლატონოვის მიხედვით.
1965-1974 წლებში მუშაობდა "ლენფილმის" სტუდიაში რეჟისორად, 1975 წლიდან სტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორია.
რეზო ესაძე მრავალმხრივი შემოქმედია. გარდა საკუთარი ფილმებისა, მას ხშირად იწვევენ ფილმებში, როგორც მსახიობს. გატაცებულია მხატვრობით. ესაძის პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში (19885, 1987, 1997), მიუნჰენში (1987), ჟენევაში (1987), მოსკოვში (1996), თელ-ავივში (1999). გამოცემული აქვს ლექსების ორი კრებული: "ლექსები" (2001) და "რაშის მონოლოგი" (2003).
ფილმოგრაფია
ერთი წლის ცხრა დღე (1961) - მსახიობი
ერთხელ (1962) - რეჟისორი, მხატვარი
სანამ ადამიანი ცოცხალია (Пока жив человек, 1963) - მსახიობი
ფრო (Фро, 1964) - რეჟისორი
წკიპურტები (1973) - სცენარისტი, რეჟისორი, მსახიობი
ქალაქი ანარა (1976) - მსახიობი
ერთი ნახვით შეყვარება (1977) - მსახიობი, დამდგმელი რეჟისორი
თბილისი, პარიზი, თბილისი (1980) - მსახიობი
დამსვენებელთა ცხოვრებიდან (1980) - მსახიობი
წისქვილი ქალაქის გარეუბანში (1981) , სატელევიზიო - დამდგმელი რეჟისორი, სცენარისტი
საქორწილო საჩუქარი (Свадебный подарок, 1982) - მსახიობი, დამდგმელი რეჟისორი (როლან ბიკოვთან და ალექსანდრ იგიშევთან ერთად)
წითელი ხაზი (1983) - სცენარისტი
ზოგი ჭირი მარგებელია (1984) - მსახიობი
ნეილონის ნაძვის ხე (1986) - დამდგმელი რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი
მონანიება (1986) - მსახიობი
ხანა ჩვენი ბავშვობისა (1987) - მსახიობი
ძვირფასი სიამოვნება (Дорогое удовольствие, 1988) - მსახიობი
ზეიმი (1989) - სცენარისტი
მერცხლები და ბეღურები (1992) - მსახიობი
მეხუთე მოქმედება (1992) - მსახიობი
ლეონარდო (1993) - მსახიობი
ჭერი, ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა (1992-2003) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი, მხატვარი, მსახიობი
ნაგაზი რუხი მგლების გვარიდან (Волкодав из рода Серых Псов, 2006) - მსახიობი (ილიადი)
თვე, როგორც ერთი დღე (2016) - რეჟისორი
იხ.
ლია კალანდარიშვილი. რეზო ესაძე - "ქართველი კინორეჟისორები", ნაწ.მე-2, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კრებული, 2007, გვ. 193-234