ლევან ზაქარეიშვილი
კინორეჟისორი
დ. 17.04.1953, თბილისი - გ. 22. 08.2006
 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი, 1985 წელს - დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის კინოსარეჟისორო და სასცენარო კურსები.
 1976–1977 წლებში მუშაობდა საქპროექტში გეოლოგად
 1977–1980 წლებში - მშენებლობაზე ინჟინრად
 1980–1982 წლებში - გორკის სახელობის კინოსტუდიაში რეჟისორის ასისტენტად.
 1985 წლიდან - კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად.
 
  ფილმოგრაფია
 
 1. მამა (1983) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი
 
 2. გარსევანი (1984) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი
 
 3. ნისლი (1985) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი
 
 4. თემო (1987) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი
 
 5. ისინი (1992) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი
 
 6. თბილისი-თბილისი (2005)- სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი
 
 იხ. ქეთი ჯაფარიძე. კაცი, რომელსაც გული სტკიოდა...- ჟურნალი ”კინო. ცხელი შოკოლადი" 2006 შემოდგომა № 2

 
										 
										