ნიკა თავაძე

მსახიობი 

 

08.05.1970, თბილისი
  1991
წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (შალვა გაწერელიას სახელოსნო). ერთნაირი წარმატებით მუშაობს კინოსა და თეატრში. 1997 წლიდან არის მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობი. 1993 წელს მერაბ თავაძესთან ერთად დაარსა სამეფო უბნის თეატრი და დღემდე მისი გენერალური დირექტორია. 2004 წელს დასახელდა წლის საუკეთესო თეატრალურ მსახიობად ნუგზარის როლისთვის სპექტაკლში "ნუგზარი და მეფისტოფელი" (სამეფო უბნის თეატრი); 2010 წელს დაჯილდოვდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრიზით ურიელ აკოსტას როლისთვის სპექტაკლში "ურიელ აკოსტა" (მარჯანიშვილის თეატრი).

ფილმოგრაფია

მე დავბრუნდები (1982) -  მსახიობი

ბლიუზი   (1994) - მსახიობი  

იავნანა  (1994) - მსახიობი (ქეთოს მამა)  

ცარიელი სივრცე  (2001) -  მსახიობი 
 
ხვეული კიბით   (2001) - მსახიობი  

Дронго (დრონგო, ტელესერიალი, 13 სერია) - მსახიობი (გამომძიებელი ოთარ ფაღავა, არ არის ტიტრებში)

მგლების ხორუმი (ტელესერიალი, 12 სერია,2003) - მსახიობი

მონეტა  (2005)-  მსახიობი

ეს დღე რომ არ ყოფილიყო  (2006)  - მსახიობი  (ნიკი

Сталин.live (ტელესერიალი. 40 სერია. რუსეთი. 2006) - მსახიობი

რენე მიდის ჰოლივუდში  (2010) -  მსახიობი (რენე

წერილები ანგელოზთან (ყაზახსტანი, 2010) - მსახიობი 

ნაწილები (2013) - მსახიობი (ბერდო)

ურსუსი (2018) - მსახიობი (ნიკა კორინთელი)


 
იხ. ... რაღაც სხვა სამყაროა. ინტერვიუ ირინა დემეტრაძეთან – Filmprint. N1. ზაფხული 2011