ვლადიმერ კარსანიძე 

 კინოდრამატურგი  

 

23. IV. 1910, სოფ. მათხოჯი, წულუკიძის რ-ნი -  1968, თბილისი 

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966). 
დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწ. ინსტიტუტი (1934). მუშაობდა "სახკინმრეწვში" სასცენარო განყოფილების გამგედ (1935–1937), ქრონიკალურ-დოკუმენტური ფილმების სტუდიის გამგედ (1940-1946), საქართველოს კულტურის სამინისტროში სასცენარო განყოფილების უფროს რედაქტორად (1951-1953). 
     გარდა მხატვრული ფილმებისა, დაწერილი აქვს სცენარები ორი  ანიმაციური და მთელი რიგი  დოკუმენტური  კინოსურათებისთვის:  "აკაკი წერეთელი" (1940), "ნათელი მზის ქვეშ" (1940), "შემოდგომა კახეთში" (1943), "ფერეიდნელი ქართველები" (1944),"გამარჯვების დღე" (1945), "დიდი დღე" (1946), "ამბავი სოფელ ნატანებისა" (1952), "სახლი გორში" (1953), "მიწის ძახილი" (1965).

     ფილმოგრაფია

   დაგვიანებული სასიძო (1939) - სცენარისტი (კარლო გოგოძესთან ერთად)

   ბედნიერი შეხვედრა (1949) - სცენარისტი 

   გაზაფხულის სტუმრები (ანიმაციური, 1949)  - სცენარისტი 

   ბაში-აჩუკი (1956) - სცენარისტი 

   გლახის ნაამბობი (1961) - სცენარისტი
 
   ნიკო და სიკო (ანიმაციური, 1961) -  სცენარისტი  

  

  იხ. რევაზ ჭიჭინაძე. ცხოვრება შემოქმედებისათვის, შემოქმედება ეკრანისათვის - ჟ. "საბჭოთა ხელოვნება", 1962, 3

     გაზეთი "ლიტერატურული საქართველო", 7.06.1968;  

     გაზეთი "კომუნისტი", 11.12.1956; 06.06.1968; 

     ჟურნალი "საბჭოთა ხელოვნება", №3, 1962;   

     ჟურნალი "თეატრალური თბილისი", №4, 1961;  
 
    "Вечерний Тбилиси", 25.05.1960

    "Искусство кино", 1938, №9