გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე 

 რეჟისორი

 


   19.10.1927,
თბილისი - 13.06.2013, თბილისი

    საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961), საქართველოს სახალხო არტისტი (1971), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1979). კინემატოგრაფისტთა წევრი 1979 წლიდან

     მარჯანიშვილის სახ. პრემიის (1977), სახელმწიფო პრემიის (ფილმისთვის "დათა თუთაშხია",1981), რუსთაველის სახ. პრემიისა (ფილმისთვის "წიგნი ფიცისა", 1983) და საქართველოს სახელმწიფო პრემიის (სპექტაკლისთვის "ქეთო და კოტე", 1995) ლაურეატი.   თბილისის საპატიო მოქალაქე (1996)

             არის ორი საპატიო ნიშნის და შრომის წითელი დროშის ორდენების მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი (1996). 

     1944–1945 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე (გიორგი ტოვსტონოგოვის სახელოსნო), ხოლო 1945–1950 წლებში  -  მოსკოვის ანატოლი ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე, სადიპლომო ნამუშევარი – "დასავლეთის საზღვარი" (დადგა ვილნიუსის დრამატულ თეატრში). 1951–1952 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ოსტატობის პედაგოგად. სხვადასხვა დროს იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი  (1952-1954, 1957-1963, 1963-1967, 1976-1980),  ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობისდრამატული თეატრის  (1954-1956) და თბილისის . გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის  (1963-1965)  მთავარი რეჟისორი. 1967 წელს რუსთავში დაარსასახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1976 წლამდე. 1984-1986 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის მხატვრული ხელმძღვანელი,    ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.    იყო თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორი (1999-2000), საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე (1985 წლიდან),

       გიგა ლორთქიფანიძე იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი (1992-1995).

        მისი  თეატრალური  დადგმებიდან აღსანიშნავია . გოლდონისსასტუმროს დიასახლისი” (1952), . ლორთქიფანიძისკოლხეთის ცისკარი” (1959), . დუმბაძისმე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, “მე ვხედავ მზეს” (1960, 1961), . კაკაბაძისკახაბერის ხმალი” (1965), . როსტანისსირანო დე ბერჟერაკი” (1967), . კოროსტილიოვისასი წლის შემდეგ” (1967)  დამარტოობის დღესასწაული” (1974), . დუმბაძისსაბრალდებო დასკვნა” (1976), სოფოკლესოიდიპოს მეფე” (1978), . აბაშიძის მუსიკალურ თეატრში  - “მევიოლინე სახურავზე” (1986), თბილისის საოპერო თეატრში . დოლიძისქეთო და კოტე” (1990), . კვერნაძისკოლხთა ასული” (1997), ბათუმის საოპერო თეატრში  - . ვერდისაიდა” (1998). განხორციელებული აქვს დადგმები მოსკოვის თეატრსოვრემენნიკშიდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში მალაია ბრონნაიაზე.

      მიუხედავად იმისა, რომ  ძირითადად თეატრალური რეჟისორი იყო, საინტერესო ნამუშევრები შექმნა კინემატოგრაფშიც.

  

  ფილმოგრაფია:

 

  შაქირი (როტე ფანე,  1932) -   მსახიობი (რობერტის შვილი)

   განაჩენი (1959) - სცენარისტი

   დათა თუთაშხია (1978) - რეჟისორი (გიზო გაბისკირიასთან ერთად)

 
წინაპართა მიწა (1979) -  რეჟისორი

   
გამარჯობა ყველას (ფიროსმანი, 1980) - რეჟისორი

   
წიგნი ფიცისა (1983) - რეჟისორი

   ერთ პატარა ქალაქში (1985) - სცენარისტირეჟისორი

  თეთრი ბაირაღები (1990) - სცენარისტირეჟისორი

  პრემიერა (1991) - სცენარისტირეჟისორი

  ღამის ზარები (1997) - სცენარისტირეჟისორი

 

  ღმერთო, რისი გულისთვის (უმადური, 2003) - სცენარისტირეჟისორი