ირაკლი ონოფრიშვილი
კინოოპერატორი
12.09. 1935, თბილისი – 13.03. 2006, თბილისი
1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი. 1956–64 წ.წ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ჯერ ოპერატორის ასისტენტად, შემდეგ კინოოპერატორად.
1968 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა კომპანია "ქართულ ტელეფილმში", იყო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), რუსთაველის პრემიის ლაურიატი.
საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979)
ფილმოგრაფია
ერთი მოთხრობის ფინალი (1963), სატელევიზიო – დამდგმელი ოპერატორი
მზის ჩასვლის წინ (1968) , სატელევიზიო - დამდგმელი ოპერატორი
უსახელო უფლისციხელი (1968), სატელევიზიო - დამდგმელი ოპერატორი
ქერათმიანი ქალიშვილი (1968), სატელევიზიო - დამდგმელი ოპერატორი
ძველი ქართული საგალობლები (1970), დოკუმენტური - ოპერატორი
შორია გურჯისტანამდე (1970), დოკუმენტური - დამდგმელი ოპერატორი
ლაზარეს თავგადასავალი (1973), სატელევიზიო - დამდგმელი ოპერატორი
რეკორდი (1973) - დამდგმელი ოპერატორი
თუში მეცხვარე (1976), სატელევიზიო - დამდგმელი ოპერატორი
სიყვარული, ხანძარი და პომპიერო (1976) , სატელევიზიო - დამდგმელი ოპერატორი
კუჩხი ბედინერი (1978), სატელევიზიო - დამდგმელი ოპერატორი
ჯიხასკარი (1982), დოკუმენტური - დამდგმელი ოპერატორი
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები (1982), დოკუმენტური – სცენარის ავტორი, რეჟისორი, დამდგმელი ოპერატორი
მეშვიდე მოგზაურობა (დოკუმენტური, 1987) - რეჟისორი, დამდგმელი ოპერატორი
შვიდკაცა (1992), სატელევიზიო, მხატვრულ–დოკუმენტური – დამდგმელი ოპერატორი
ფერეიდნელი ქართველები 24 წლის შემდეგ (1994), დოკუმენტური – სცენარის ავტორი, რეჟისორი, დამდგმელი ოპერატორი
რაინდები (1996), დოკუმენტური – სცენარის ავტორი, რეჟისორი
ჩემი ძვირფასი, საყვარელი ბაბუ (1998) - დამდგმელი ოპერატორი
ათონის ქართველთა სავანე (2000), დოკუმენტური – რეჟისორი, დამდგმელი ოპერატორი
ჩვენ პირველი ევროპელები ვართ (ანუ ამბავი ზეზვასი და მზიასი) (2001), დოკუმენტური – დამდგმელი ოპერატორი
ფრაგმენტები ტაო-კლარჯეთის ისტორიიდან (2006), დოკუმენტური – დამდგმელი ოპერატორი
მისიით საქართველოში (2007), დოკუმენტური – დამდგმელი ოპერატორი