ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
კინოოპერატორი, კინორეჟისორი
დ. 17 იანვარი, 1938, მოსკოვი — გ. 10 დეკემბერი 2020, თბილისი
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1938). ღირსების ორდენის კავალერი (1998)
1955 წელს დაამთავრა მოსკოვის 167-ე საშ. სკოლა. 1962 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი (ალექსანდრე გალპერინის სახელოსნო); 1971 წელს - ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი გერასიმოვის სახელოსნო). 1971 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორია. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას
ფილმოგრაფია
ალავერდობა (1962) - ოპერატორი
მიქელა (1965) - ოპერატორი
ფიროსმანი (1969) - ოპერატორი, მსახიობი
ნუცა (1971) - რეჟისორი
მწვანე მდელო (1973) - რეჟისორი
ძაღლი (1974) - ოპერატორი
მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკა (1978) - რეჟისორი, სცენარისტი
გზა შინისაკენ (1982) - რეჟისორი, სცენარისტი
საფეხური (1986) - რეჟისორი, სცენარისტი
მიახლოება (1989) - რეჟისორი, სცენარისტი
Земля обетованная. Возвращение (აღთქმული მიწა),(2000) სატელევიზიო, რუსეთი - რეჟისორი
Русская палестина (რუსული პალესტინა), (2000), სატელევიზიო, რუსეთი - რეჟისორი
Треугольный круг (სამკუთხა წრე) (2001) სატელევიზიო, რუსეთი - რეჟისორი
უკანასკნელნი (2006) - რეჟისორი, სცენარისტი
იგორ სანოვიჩი, ესკიზები პორტრეტისათვის (2008, დოკ.) - რეჟისორი
რამაზ ჩხიკვაძე (2013) - სცენარისტი, რეჟისორი, ოპერატორი, პროდუსერი
იხ. Степан Тыынин. Феноменология безвременья. Адександр Рехвиашвили, великий и неизвестный - "Искусство кино", 2013, №1, январь
ლელა ოჩიაური. როგორ და რატომ ირჩევენ ადამიანები შინისაკენ მიმავალ გზას? - ჟურნალი ”კინემა” 2008 №1
ეთერ ოკუჯავა. ალექსანდრე რეხვიაშვილი - ქართველი კინორეჟისორები. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, ნარკვევების კრებული, ნაწილი II (დამხმარე სახელმძღვანელო), გვ.234-278, თბ., 2007;
ლელა ოჩიაური. ალექსანდრე რეხვიაშვილის იგავები: „მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა“, „გზა შინისაკენ“ - ჟურნ. „თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი ძიებანი“, N4, 2005. გვ.188-202;
კორა წერეთელი. ალექსანდრე რეხვიაშვილის შავ-თეთრი კინო. ინტერვიუ ალექსანდრე რეხვიაშვილთან - ალმანახი ”კინო” 1990 №3 (ოცდამეთექვსმეტე გამოშვება) გვ.3-13
ტატა თვალჭრელიძე. ალექსანდრე რეხვიაშვილის კინოსამყარო – ჟ.“საბჭოთა ხელოვნება“, 1986, N7 გვ.95-104
ეთერ ოკუჯავა . სიმართლის ქომაგი (მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა) - ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნება“, N3, 1982;
მარინე ნანეიშვილი გაცოცხლებული გრაფიკა - ჟურნალი ”საბჭოთა ხელოვნება” 1981 №12
Степан Тыын. Маленькая беззвучная вселенная загадочного классика мирового кино Александра Рехвиашвили - "Искусство кино" , 31.07.2023