გოვენ ჭეიშვილი

მსახიობი 

     

დაიბადა 6.05.1940, ქუთაისი - გარდაიცვალა 8.07.2020, ქუთაისი.

სწავლობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მუსიკალურ სასწავლებელში.

1970 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტის მუსიკალური განყოფილება.  III კურსიდან მონაწილეობს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებში.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1967-1976 წლებში  მუშაობს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში,   1976-1994 წლებში - ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალურ თეატრში, 1996 წლიდან მუშაობს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში.
      განსაკუთრებული პოპულარობა მსახიობს კინემატოგრაფმა მოუტანა.  მისი სადებიუტო როლი,  ხუტა უფროსის კოლორიტული და, კომიზმის მიუხედავად, დამაჯერებელი სახე ქართველმა მაყურებელმა მყისვე  ჩაწერა ქართული კინოს საგანძურში  (“რეკორდი”, 1973). 
 
ფილმოგრაფია

რეკორდი  (1973) – მსახიობი (ხუტა უფროსი)

კუჩხი ბედინერი”(1978) – მსახიობი (კოჩია)

 კირილეს ოდისეა (1985) - მსახიობი

ნეილონის ნაძვის ხე”(1985) – მსახიობი (ნომადი ფილია)

ლალე (1985) – მსახიობი

ლომა (1987) – მსახიობი

ჩემი ბოშები”(1987) – მსახიობი

დამშვიდობება (ხანა ჩვენი ბავშვობისა”, 1987) – მსახიობი 

სამოთხის გვრიტები (1997) – მსახიობი (ეფრემა)

მიჯაჭვული რაინდები  (1999) –  მსახიობი (ტოტია)

ჩემი ბედნიერი ოჯახი (2017) - მსახიობი (ოთარი)

 

 

 იხ.  გოვენ ჭეიშვილი,  ჩემი ცხოვრების სილამაზე (ეპიზოდები მსახიობ გოვენ ჭეიშვილის ბიოგრაფიიდან)  –  "განთიადი", ქუთაისი, 2001,  N1-2, გვ.158-173