კოტე ჯანდიერი 

სცენარისტი


დ. 23.06.1958

     დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 
(1980)
და მეორადი სწავლების სახელოვნებო ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნის სპეციალობით 
(1979). 
   
მუშაობდა საშუალო სკოლის მასწავლებლად (1978—1980),  ვალეს ნახევრადძვირფასი ქვების პირველადი დამუშავების ფაბრიკის ქვის სათლელი საამქროში  მუშაოპერატორად (1980), ბოტანიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერთანამშრომლად (1979—1990), კინოსტუდია "შემოქმედში" რედაქტორად (1989-1994). იყო კინოკონცერნ "ქართული ფილმის" სამხატვრო  საბჭოს წევრი, თსუ ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის პედაგოგი (1995),  ბუნების  დაცვის მსოფლიო ფონდის განათლების პროგრამის კოორდინატორი (1999).         არის   წიგნის "ქართული ნაციონალური ბალეტი" თანაავტორი და რედაქტორი;  ( "ქართული ნაციონალური ბალეტი" (ილიკო სუხიშვილის სახ. ქართული ნაციონალური ბალეტი)  –  იდეის ავტორი  და  შემდგენელი ნინო სუხიშვილი. კოტე ჯანდიერის საერთო რედაქციით. თბ.1996). 
     
კოტე ჯანდიერის მოთხრობა "განსხვავებული კალიბრის ვაზნა" შეტანილია გერმანიაში გამოქვეყნებული ქართული პროზის ანთოლოგიაში გამოცემული აქვს მოთხრობების კრებულები "ცუდი ბიჭების ცხოვრებიდან".  "მერანი". 1995; "კონკიას ღამე", "დიოგენე" 2009. (ლიტერატურული პრემია "საბა", 2010); "გლობალიზაცია" , "პალიტრა", 2010. მიღებული აქვს მწერალთა კავშირის პრემია საუკეთესო პროზაული ნაწარმოებებისათვის ("მაყვლიანი","დაპატიჟება კინოში", 1992).

 ფილმოგრაფია

   3-1 (1983) - სცენარისტი

 

  მეჯლისი გაყიდულ სახლში (1985) - სცენარისტი

  სიკეთის ტელეფონი (1986) - სცენარისტი

  მახარე (1986) - სცენარისტი

  ფაქტები რეჟისორის ცხოვრებიდან (1988) - სცენარისტი

  პიესა ოთხი ხელისათვის (1989) - სცენარისტი

  გზაჯვარედინი (1991) - სცენარისტი

  ტრასა (1991) - სცენარისტი

  წარსულის აჩრდილები (1996) - სცენარისტი

  ორფეოსის სიკვდილი (1996) - სცენარისტი

  სიყვარული ვენახში (2000) - სცენარისტი

  ეს ერთჯერადი ნივთები (2007) - სცენარისტი

  ცხელი ძაღლი (ტელესერიალი, 2008-2009) - სცენარისტი (ნუგზარ შატაიძესთან ერთად) - სცენარისტი

  ღვინის აკვანი (დოკ2011)   - სცენარისტი

 

 

იხ. კოტე ჯანდიერი. "სთორი თელინგი".ინტერვიუ. ესაუბრა მაკა კუკულავა, უტა ბერია  – .  filmprint N3      ზამთარი 2011–2012