ნანა ჯორჯაძე

კინორეჟისორი

დაიბადა თბილისში 1959 წლის 24 აგვისტოს.
1973 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, 1980 წელს - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (ირაკლი კვირიკაძის სახელოსნო).
1970 -1975 წლებში მუშაობდა ”საქქალაქმშენსახპროექტში”არქიტექტორად.
1973-1974 წლებში იყო ”მოსპროექტის” ასპირანტი.
1991-1995 წლებში იყო ბერლინში NIPKOW PROGRAM-ის რეჟისორი.
ატარებდა მასტერკლასებს: ბერლინის კინოინსტიტუტში (1997-1998), ლოს-ანჟელესის კინოინსტიტუტში (1999-2000), ჰამბურგის კინოინსტიტუტში (2000-2002).
იყო სან-სებასტიანის (1987), თელ-ავივის (1989), კანის (1992), პოტსდამის (1993), კარლოვი-ვარის (1997), ვენეციის (1997), კოტბუსის (გერმანია, 1998), სანკტ პეტერბურგის (რუსეთი 2001), ჩიკაგოს (ამერიკა, 2003), ლოს ანჟელესის (ამერიკა, 2004) და სხვ.  საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი. არის  ევროპის კინოაკადემიის(1994 წლიდან) და ამერიკის რეჟისორთა გილდიის წევრი (1996 წლიდან). 


ფილმოგრაფია

ტრიო (1977) -  სცენარისტი, მხატვარი

რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1978) - მსახიობი

ატლანტი (1979) - სცენარისტი, რეჟისორი, კოსტუმების მხატვარი, დირექტორი

მოგზაურობა სოპოტში (1979) - სცენარისტი, რეჟისორი, კოსტუმების მხატვარი, დეკორატორი

მოცურავე (1981) - მსახიობი

იცოცხლე, გენაცვალე! (1981) - მსახიობი

მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში  (სატელევიზიო, 1983) - ფილმი დაიხურა პოლიტიკური მიზეზების გამო

ეროსი (1984, დოკ.) - სცენარისტი, რეჟისორი

რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა (1986) -  რეჟისორი

რობაქიძე (1990, დოკ) -   რეჟისორი

ჩემი ქალთევზა, ჩემი ლორელაი (Моя русалка, моя Лореляй, უკრაინა, 2013)

Les souvenirs sont devenus fous   (1993) საფრანგეთი-საქართველო - სცენარისტი

Encounters  (1993/II)- სცენარისტი,  რეჟისორი

Château de la napoule (1993) - სცენარისტი,  რეჟისორი

About Georgia (1993) - სცენარისტი, რეჟისორი

შეყვარებული მზარეულის 1001 რეცეპტი (1996) -  რეჟისორი

ზაფხული, ანუ 27 მოპარული კოცნა (2000) - სცენარისტი, რეჟისორი

ფოსტალიონი (2003) - რეჟისორი

მეტეოიდიოტი (2008) - რეჟისორი

ჩემი ქალთევზა, ჩემი ლორელაი (Моя русалка, моя Лореляй, უკრაინა, 2013) - რეჟისორი, მონტაჟი

ოქროს ძაფი (2019) -  მსახიობი (ელენე)

პეპლების იძულებითი მიგრაცია (2023) -  სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟი